ლოზუნგით "გაწიე კედელი, ზღვა დამანახე" ბათუმში აქცია გაიმართა

"გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", „ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე",- ამ ლოზუნგებით ბათუმში მცხოვრებთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. შეკრებილები აცხადებენ, რომ ცათამბჯენების მშენებლობით ქალაქის ისტორიული იერსახის დაკარგვა მოხდება.

აქციის მონაწილეები პროექტის შესაჩერებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

„მოვითხოვთ, რომ რივიერა დაუბრუნდეს ისტორიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას. ვაგროვებთ ხელმოწერებს იმის დემონსტრირებისთვის, რომ ბევრი მოქალაქეა ამ პროექტის წინააღმდეგი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!