გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 22 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თეალასიდან“ აცნობეს, ელექტრომომარაგება შემდეგ რაიონებს შეეზღუდება:

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თაბუკაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ჯორჯიაშილის, ალექსი-მესხიშვილის, მაჩაბელის, ასათიანის, დადიანის და შავთელის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, საქნავთობის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ქინძმარაულის, პოლიციის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შატბერაშვილის, რადიანის, მარუხის გმირთა და კლდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭვაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ბენდელიანის, ცისარტყელას, ზესტაფონის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია