მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების შემთხვევაში, რომელიმე საქმეზე ვერავინ დაურეკავს

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდება, რომელიმე საქმეზე რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად ვერავინ დაურეკავს.

აღნიშნულის შესახებ მამუკა ვასაძემ იუსტიციის საბჭოში, საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის კითხვის საპაუხოდ, გასაუბრების დროს განაცხადა.

"მოსამართლის თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

დავუშვათ, ერთ მშვენიერ დღეს გირეკავთ გავლენიანი პოლოტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა თქვენს გამწესებას თანამდებობაზე და გთხოვთ, რომელიმე საქმეზე რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღებას, რას იზამთ?! რა განცდა დაგეუფლებათ, პირველ რიგში, ხომ არ იქნება უხერხულობა, რომ მან დაგიჭირათ მხარი არჩევისას და ამავდროულად, დგახართ სტანდარტების პირისპირ, როგორ მოიქცევით? "- მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა მამუკა ვასაძეს.

კანდიდატის თქმით, არსებობს სტანდარტი, რომელიც მოსამართლესთან კომუნიკაციის აკრძალვას ითვალისწინებს.

"ორ პასუხს გაგცემთ, ერთს სამართლებრივს - პირველი, ეს არის მოსამართლესთან აკრძალული კომუნიკაციის შესახებ საკითხი და ამის შესახებ სათანადო პროცედურების განხორციელებით ვაცნობებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ პირს, ანუ კანონით აკრძალული კომინიკაციის შესახებ.

მეორე - ადამიანურ პასუხს გაგცემთ, ვინც მე მიცნობს, არ მგონია დამირეკოს და თუ არ მიცნობს, მითუმეტეს, არც დამირეკავს",- განაცხადა მამუკა ვასაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ვასაძე 2018 წლის დეკემბრიდან არის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა