პაატა სალია - სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტრირებინა სასამართლო გადაწყვეტილება

სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტრირებინა სასამართლო გადაწყვეტილება. თქვენ შეგიძლიათ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ნახოთ,-ამის შესახებ „რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დასაშვებობის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდება და შესაბამისად, ის მაშინვე შედის ძალაში.

„ვინაიდან, გამოირიცხა საკითხი, რომ არსებობდა საფრთხე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღარც შევიდა მსჯელობაში. იმიტომ, რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მხარეს არ დაურღვევია ეს უფლება, მათ შორის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს, არ არსებობდა საქმის დასაშვებად და არსებითად განხილვის საფუძველი. ე. ი სასამართლომ მიიჩნია რა, რომ არ არის გამოხატვის თავისუფლების საფრთხე, ეს დავა მიიჩნია კერძო სუბიქტებს შორის ქონებრივ დავად. ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტებები - ასახა ეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.

რაც შეეხება უზრუნველყოფის ღონისძიებებს, ქონებრივი დავებიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოში ცალსახა პრაქტიკა არსებობს, რომ 39-ე მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს სტრასბურგის სასამართლო არ იყენებს ქონებრივ დავებთან მიმართებაში. ამდენად, ესეც ერთ-ერთი დამადასტურებელი გარემოებაა იმისა, რომ ვერ იპოვით პრეცედენტს, განსაკუთრებით საქართველოდან წასულ საქმეებში, რომ ქონებრივი დავიდან გამომდინარე სარჩელებზე სტრასბურგის სასამართლოს მიეღოს დროებითი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დროებითი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს ვარაუდი იყო, რომ შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შექმნოდა, ასეთი საფრთხე არ არსებობდა, დადასტურდა და დღესაც არ არსებობს. ეს არხი გააგრძელებს ისევე, როგორც აგრძელებს გუშინ, დღეს და გააგრძელებს ხვალაც. დარწმუნებული ვარ იქნება ყველაზე წარმატებული არხი საქართველოში“,-აცხადებს პაატა სალია.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ