საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ „წითელი ჯვრის weekend”-ი ჩაატარა

20-21 ივლისს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ „წითელი ჯვრის weekend”-ი ჩაატარა, რომელიც გორის ფილიალის ლიდერი მოხალისეებისა და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ორგანიზებით და მათი აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანი გამოცდილების გაზიარებისა და ორგანიზების უნარების ჩამოყალიბების გზით, მოხალისეთა ცოდნის გაღრმავება და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება თავად მოხალისეებმა დაგეგმეს, შეარჩიეს და შეადგინეს დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი აქტივობები განხორციელდა.

წითელი ჯვრის „weekend”-ი , როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ ნაწილს მოიცავდა. მონაწილეებს გადაწყვეტილების მიღებისა და სწორი კომუნიკაციისათვის საჭირო უნარჩვევების შესახებ სესიებიც ჩაუტარდათ. გაიმართა დისკუსიები ახალგაზრდებისათვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებითაც, როგორიცაა: მოხალისეობა, ოჯახისა და თანატოლების გაგება, სიყვარული და სხვ.

აქტივობა პროექტის „ახალგაზრდობის ძალა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში, იძულებით გადაადგილებულ პირთა შვიდ ჩასახლებასა და ქალაქ გორში ხორციელდება.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს