თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სოციალურ კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში“ უერთდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სოციალურ კამპანიაში - გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia, საზაფხულო სტაჟირებაზე მყოფი 4 სხვადასხვა ქვეყნის 30-მდე სტუდენტი ჩართო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერისტეტი სტუდენტებს მასპინძლობს: პოლონეთიდან (პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტი ), უკრაინიდან (ხარკოვის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ზაპოროჟიეს სამედიცინო უნივერსიტეტი), რუმინეთიდან (ტირგუ მურეშის მედიცინის, ფარმაციის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) და კანადიდან (ტორონტოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი). ისინი საზაფხულო სტაჟირებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში გადიან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე, ინდივიდუალური მომართვის საფუძველზე.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირებაზე მყოფი უცხოელი სტუდენტები ვიდეო მიმართვაში მოუწოდებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს გაატარონ ზაფხული საქართველოში. იხილეთ ვიდეო:

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მომავალშიც აქტიურად გეგმავს საერთაშორისო სტუმრებისთვის გასვლითი ღონისძიებების განხორციელებას, რათა აზიარონ ისინი ქართულ ისტორიას, კულტურას და ამით, წვილილი შეიტანონ ქვეყნის ტურისტული იმიჯისა და პოტენციალის განვითარებაში.

გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia არის სოციალური კამპანია, რომელიც სამოქალაქო აქტივობის შედეგად სოციალურ ქსელში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. თავდაპირველად, კამპანია Facebook ჯგუფში რამდენიმე ათას ქართველ და უცხოელ მოქალაქეს აერთიანებდა, რომლებიც ერთმანეთს საქართველოში მოგზაურობის შესახებ გამოცდილებას უზიარებდნენ. დღეს ამ ჯგუფს 270 000-მდე მომხმარებელი ყავს, ხოლო კამპანიის საზღვრები სოციალურ ქსელს გასცდა და ის აერთიანებს სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციების ინიციატივებსა და აქტივობებს ქართული ტურიზმის ხელშესაწყობად. კამპანიის მიზანია მსოფლიოსთვის ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, ის ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მოუწოდებს საკუთარ აკადემიურ, ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს გაატარონ ზაფხული სამშობლოში. ქართული საზაფხულო არდადეგებისთვის კი თსსუ-ის სტუდენტებს, უნივერსიტეტი Instagram-ის ოფიციალურ ანგარიშზე - @tsmu.edu გამოწვევაში ჩართვას სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში