არჩილ თალაკვაძე - საქართველომ გაითვალისწინა გაკვეთილები, რომელიც ისტორიამ მოგვცა

საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან ერთად, საარჩევნო სისტემის შეცვლის გადაწყვეტილებით, საქართველომ გაითვალისწინა გაკვეთილები, რომელიც ისტორიამ მოგვცა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალში არც ერთ გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას აღარ უნდა ჰქონდეს პარლამენტში მანდატების ისეთი რაოდენობა, როცა პარტიებს შორის თანამშრომლობა, ოპოზიციის მნიშვნელობა, დემოკრატიული კონტროლი, ზედამხედველობა და პოლიტიკური დებატები იგნორირებულია.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელისუფლებაში ყოფნის დროსვე, რომ ეს პოლიტიკური სისტემა ისეთი სისტემით შეგვეცვალა, სადაც პოლიტიკა არის გახსნილი, სადაც ოპოზიციას აქვს მონაწილეობის მეტი საშუალება. თქვენ, საზოგადოებას გაქვთ შესაძლებლობა, რომ პარლამენტში თქვენი რეალური წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ. ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მოჰყვა გარკვეული ცვლილებებიც. დრო და ცხოვრება აკორექტირებს ყველაფერს, მათ შორის ჩვენ ვიყავით ასევე პასუხისმგებლიანები, როდესაც მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომ ასეთი არჩევნები 2020 წელს ჩატარდეს. პროპორციული არჩევნები ჩვენს პოლიტიკურ სისტემას უფრო დაბალანსებულს, უფრო საქმიანსა და უფრო მონაწილეობითს გახდის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს