ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" განცხადებას ავრცელებს

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.

ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება, გარდა ამისა მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" მენეჯმენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ავიაკომპანიისთვის გაეწია ფინანსური დახმარება. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ავიაკომპანიის თხოვნა და მიიღო გადაწყვეტილება რომ ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია მოეხდინა "ჯორჯიან ეარვეისისთვის", რითაც გვერდში დაუდგა ქართულ ავიაკომპანიას.

გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ არსებული პრობლემები უახლოეს მომავალში სრულად აღმოიფხვრება, - ნათქვამია განცხადებაში.

(R)

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება