გედევან ფოფხაძე - მექმნება განცდა, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება - ანალოგიას ვაკეთებ იმასთან, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ივანიშვილთან მიმართებაში

ცალსახად მექმნება იმის განცდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და ანალოგიას ვაკეთებ იმასთან, რასაც სააკაშვილი აკეთებდა ივანიშვილთან მიმართებაში, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ამბიცია აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარშემო მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო.

„მგონია, რომ ამ ეტაპზე ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა ყოფილიყო მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ვის რა პერსონალური დამოკიდებულება აქვს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან. სახელმწიფოებრივად რამდენად სწორია ასეთი დემარში სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან მიმართებაში, ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. მგონია, რომ ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 2011 წელს ხდებოდა ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

თუ უნდა მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლა, მოვიდეს ეს ადამიანი პოლიტიკაში და მერე გავარკვიოთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის მას რა აქვს შესათავაზებელი და რამდენად პოზიტიური იქნება ქართულ პოლიტიკაში მისი შემოსვლა. თუ არ აპირებს შემოსვლას, მაშინ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ხელისუფლება ისედაც ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. თუ რამე იქ ისე ვერ წავიდა, როგორც საჭიროა, მაშინ ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა. ეს არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძის კერძო თემა, ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი და ამიტომ ხელისუფლება ძალიან თანამიმდევრული უნდა ყოფილიყო”, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა