ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლე - ირაკლის დაკავება „რუსთავი 2-ის" საქმეს, ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს და ოპოზიციურ ქმედებებს უკავშირდება

დღესდღეობით ირაკლის თავისუფლების აღკვეთის არანაირი მიზეზი არ არსებობს, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლემ, ირინა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში სამართლიანობა არსებობს, ის აუცილებლად იზეიმებს.

„მისი დაკავება "რუსთავი 2-ის" საქმეს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მის გამოსვლებს და ზოგადად ოპოზიციურ ქმედებებს უკავშირდება", - ამბობს ირინა ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა