უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - 2012 წლიდან ვახორციელებ მოსამართლის უფლებამოსილებას, ჩემს გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა

2012 წლიდან ვახორციელებ მოსამართლის უფლებამოსილებას, ჩემს გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა. სხვა რა გავლენა უნდა მოახდინონ არ ვიცი, კორპორაციულ ვახშამზე თამადად შეიძლება არ დამნიშნონ, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენადი მაკარიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

მან უპასუხა არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს ე.წ. კლანი.

„ვისთან მიმართებაშია ეს გავლენა?! მოდით, ასე გეტყვით, 2012 წლიდან ვახორციელებ მოსამართლის უფლება-მოსილებას. არ ყოფილა დღე, წუთი და წამი, რომ ოდესმე ვინმე ჩარეულიყო იმაში, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო მე. ზუსტად ისეთივე ოთახში ვიმყოფები, ისეთივე ინფრასტრუქტურის პირობებში, როგორშიც სხვა ჩემი კოლეგა. ვიღებ ზუსტად იგივე ხელფასს, რასაც იღებენ ჩემი კოლეგები. ჩემს გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა, სხვა რა გავლენა უნდა მოახდინონ არ ვიცი, კორპორაციულ ვახშამზე თამადად შეიძლება არ დამნიშნონ, სხვა უბრალოდ ვერ ვიგებ", - განაცხადა გენადი მაკარიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მოლოდინი აქვს იმისა, რომ მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის იმ სიაში, რომელიც იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა გადაუგზავნოს განსახილველად.

გენადი მაკარიძე ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ