SS.ge მომხმარებელს უძრავი ქონების ხელშეკრულების შაბლონებს სრულიად უფასოდ სთავაზობს

უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ყველაზე დიდი ვებპორტალი SS.GE, რომელიც მუდმივად სერვისების გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობს, მომხმარებელს იურიდიულ საკითხებში მხარდაჭერასაც სთავაზობს. SS.GE-იმ გამოცდილ და კვალიფიციურ იურისტებთან თანამშრობლობით მოამზადა უძრავი ქონების ხელშეკრულებების ნიმუშები, რომელთა ჩამოტვირთვაც SS.ge-დან სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. აღნიშნული დოკუმენტების შაბლონები კი უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოებაში დაგეხმარებათ და ბიუროკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

ზოგადად, უძრავი ქონების შერჩევის შემდეგ იწყება კიდევ ერთი არც თუ მარტივი ეტაპი - იურიდიული საკითხების მოგვარება. როგორც იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ანა სამსონია განმარტავს, პლატფორმა მომხმარებელს სამართლებრივი მხარდაჭერის შესაძლებლობას სთავაზობს.

„იურისტთა ჯგუფი სპეციალურად საიტის მიზნობრივი აუდიტორიისთვის ქმნის მხარეთა საქმიან ინტერესზე მორგებულ დოკუმენტებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა რისკების წინაშე შეიძლება იყოს მომხმარებელი და ვცდილობთ, დაცვის მექანიზმები შევთავაზოთ, რაც არ იქნება ხარჯებთან, დროსთან ან ბიუროკრატიასთან დაკავშირებული. ჩვენ ვქმნით მარტივად გამოსაყენებელ დოკუმენტებს, რომლის შევსებითაც მხარე მოახერხებს სადავო სამართლებრივი სიტუაციების პრევენციას. ამასთან, თითოეულ დოკუმენტს მოჰყვება შევსების ინსტრუქცია, ასევე რჩევები და რეკომენდაციები. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ დოკუმენტები ყველა მხარისთვის გასაგები და ცხადი იყოს, რათა მათ მარტივად შეძლონ მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ აღნიშნული მომსახურება არის უფასო. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური და მეტი მხარდაჭერა არის საჭირო ჩვენი გუნდი მუდმივად მზად არის თანამშრომლობისთვის. ასევე ვაკეთებთ მომხმარებელთა გამოკითხვას, თუ რა საკითხებზე სჭირდებათ კონსულტაცია და რომელი დოკუმენტები ესაჭიროებათ, რათა დეტალურად ვიცნობდეთ ჩვენი მკითხველის ინტერესებსა და საჭიროებებს. ზემოთხსენებული მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, ჩვენს მომხმარებელს მეტ სიახლესა და ეფექტიან სამართლებრივ მხარდაჭერას ვუანონსებთ,“ - განმარტავს ანა სამსონია.

საიტზე ატვირთულია დოკუმენტების შაბლონები, რომლებიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტიპის გარიგების დადების დროს დაგეხმარებათ. მათ შორისაა: მიღება-ჩაბარების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი (ნასყიდობა), ქირავნობის ხელშეკრულება (არასაცხოვრებელი), ქირავნობის ხელშეკრულება (საცხოვრებელი), ქირავნობის ხელშეკრულების შევსების ინსტრუქცია. უახლოეს მომავალში საიტზე კიდევ არაერთი დოკუმენტი აიტვირთება.

ხელშეკრულების დადების ნებისმიერ ეტაპზე ან მისი შეწყვეტის შემდეგ წარმოშობილი ნებისმიერი კითხვის, ბუნდოვანების ან ეჭვის შემთხვევაში, SS.GE-ის კვალიფიციური იურისტებისგან შემდგარი გუნდი მზად არის გაგიწიოთ სამართლებრივი დამხარება ნომერზე 2 38 02 45.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა