სტერეო + - „რუსთავი 2“ ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება

„რუსთავი 2“-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტერეო + ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიამ პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.
შეგეხსენებთ, „რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და „ერთსულოვნების“ შესაძლო გათიშვის შესახებ სტერეო +-მა გაავრცელა განცხადება და დავალიანების დაფარვისთვის აღნიშნულ კომპანიებს ვადა 1 აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.
(R)
იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2" ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება - სტერეო +
























