სტერეო + 3 ტელეკომპანიის შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სტერეო + 3 ტელეკომპანიის შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ტელეკომპანიები - "რუსთავი 2", "ტვ პირველი" და "ერთსულოვნება" ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება. რუსთავი 2-მა, და მოგვიანებით, ტვ პირველმა, სტერეო +-ის ანგარიშზე უკვე ჩარიცხეს 2-2 თვის დავალიანება. საპატრიარქოს ტელევიზიამ კი თხოვნით მოგვმართა, გათიშვის გადავადების თაობაზე. ამის საფუძველზე, სტერეო +-ის მმართველობა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ ეტაპზე, არც ერთ მაუწყებელს გათიშვის საფრთხე აღარ ემუქრება.

იმედს ვიტოვებთ, კეთილპარტნიორული ურთიერთობისა", - ნათქვამია სტერეო +-ის განცხადებაში.

(R)