ბიზნესპლატფორმა Hotelhub.ge ქართულ სასტუმროებს საერთაშორისო ჯავშნების გაზრდაში ეხმარება

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ტურიზმი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა. დაიწყო აქტიური კამპანია #Spendyoursummeringeorgia, რომლის ფარგლებშიც ქართველ თუ უცხოელ მოგზაურებს მოუწოდებდნენ, ზაფხული საქართველოში გაეტარებინათ და ამით ქართული ტურიზმის განვითარების მზარდი ტემპი არ შეენელებინათ. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო ქართული სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმა hotelhub.ge. კომპანია ორი წელია, ბაზარზე ოპერირებს და საერთაშორისო ტუროპერატორებს ქართული სასტუმროების ინდივიდუალურ და ჯგუფურ ჯავშნებს სთავაზობს.

კომპანიისა და საქართველოში სასტუმროების ბიზნესის განვითარების შესახებ სასაუბროდ hotelhub.ge-ს მმართველ პარტნიორს კობა ბულაშვილს მივმართეთ.

რამდენ სასტუმროს აერთიანებს თქვენი პლატფორმა და რომელ ბაზრებზე მუშაობთ აქტიურად?

ამ ეტაპზე 130-ზე მეტ ქართულ სასტუმროს მოიცავს ჩვენი ბაზა და მისი განვითარება მუდმივად გრძელდება. მეორე მხრივ, 20-მდე საერთაშორისო ტუროპერატორი და მათ უკან მდგომი ასობით ტურისტული სააგენტო არის ჩვენი პარტნიორი და სწორედ მათ აქვთ წვდომა ჩვენს სასტუმროებზე. აქტიურად ვესწრებით მსოფლიოს მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენებს ევროპისა და აზიის ქვეყნებში, ვეცნობით მსხვილ ტუროპერატორებს და ვცდილობთ, ისინი საქართველოთი დავაინტერესოთ. ზოგადად, ასეთი მსხვილი კომპანიებისთვის ცალკეულ სასტუმროებთან თანამშრომლობა მომგებიანი არაა და რთულია თანამშრომლობის დაწყება, ჩვენ კი მსხვილ და მუდმივად მზარდ ბაზას ვთავაზობთ, რაც მათთვის ხელსაყრელი და საინტერესოა.

ორი წელია, რაც ბაზარზე ვართ და ჩვენი ზრდის ტემპი საკმაოდ მასშტაბურია. გასულ წელს 300%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წელს 240%-იან ზრდას ვვარაუდობთ. ვეცდებით, ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ, რადგანაც ყოველთვიურად ჩვენი პარტნიორების რაოდენობა მატულობს.

როგორია თქვენი პლატფორმის საშუალებით ჯავშნების სტატისტიკა და რამდენად მზარდია ის?

ამ ეტაპზე დღეში 150-მდე ოთახი იჯავშნება საქართველოს სხვადასხვა სასტუმროში ჩვენი პლატფორმის საშუალებით.

ჩვენი სასტუმროების დაახლობით 25%-ს ძალიან კარგი შედეგი აქვს და მათ საქმიანობას ჩვენი პარტნიორობა ცალსახად დაეტყო. hotelhub.ge-ის საშუალებით მათთან ყოველდღიურად შედიან ტურისტები. თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროების 100%-ს ასე ვერ ვეხმარებით. მათ პერიოდულად ვუგზავნით ტურისტებს, თუმცა ამას არ აქვს ყოვლედღიური სახე.

ჯავშნების ზრდისთვის მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობა საკმარისი არაა. ამ დროს მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად მოქნილი და სწორი საფასო პოლიტიკა აქვს სასტუმროს, რამდენად ხილვადია ის ონლაინ სივრცეში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთან თანამშრომლობით სასტუმრო მხოლოდ მოგებულ პოზიციაშია - ეს ნიშნავს, რომ ისინი ან ბევრს მოიგებენ, ან ცოტას. წაგებაზე ლაპარაკიც არაა. მათ მცირედი ხარჯის გაწევაც არ უწევთ და არც მომავალში მოუწევთ.

რას გულისხმობს ჯგუფური ჯავშნების ინოვაციური პროდუქტი, რომელიც თქვენ დანერგეთ?

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ჯგუფური ჯავშნების პლატფორმის შექმნაზე, რაც იმას ნიშნავს რომ სასტუმრო მალე შეძლებს არა მხოლოდ ინდივიდუალური (2-3 ოთახის) ჯავშნების მიღებას არამედ ასევე ექნება საშუალება მიიღოს ჯგუფური ჯავშნებიც (5-ზე მეტი ოთახის). ზუსტად ეს არის ინოვაცია რომელიც დანერგვასაც ვაპირებთ ბაზარზე. ეს პროდუქტი უმეტესად კორპორატიული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

რომელ ტურისტულ ბაზრებზე მუშაობთ ამჟამად და საქართველოთი ყველაზე მეტად სად ინტერესდებიან?

ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ აღმოსავლეთ ევროპის, სპარსეთის ყურის, შუა აზიის და დსთ-ს ქვეყნებზე. ეს რეგიონები ყველაზე აქტიურია. თუმცა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება დაინტერესება აღმოსვლეთ აზიის ქვეყნებიდან, მაგალითად, ჩინეთიდან და კორეიდან. ასევე დასავალეთ ევროპის ქვეყნებში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსხვილ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს რომელი რეგიონებით და რა ტიპის სასტუმროებით ინტერესდებიან ტურისტები?

ძირითადად, ეს არის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები. შერჩევის დროს, აქცენტს აკეთებენ სასტუმროებზე, სადაც ფასის და ხარისხის თანაფარდობა ოპტიმალურია.

ამ ეტაპზე, ჩვენს ბაზაში ყველაზე ინტენსიურად თბილისისა და ბათუმის სასტუმროებია წარმოდგენილი. თუმცა აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებში არსებული სასტუმროების ჩვენს ბაზაში შეყვანაზე. ახლა ბათუმის სასტუმროებზე მუშაობას ვასრულებთ და უკვე სხვა რეგიონზე დავიწყებთ მუშაობას. ზამთრის სეზონზე ძალიან აქტიური იქნება ბორჯომ-ბაკურიანის სასტუმროები. ახლო მომავალში მოვიცვავთ კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებს.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მსგავსი ბიზნესი აქტიურად ამუშავდა და რამდენად ეხმარება ტურიზმს განვითარებაში?

ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შედარებით მცირე ზომის, განვითარებად სასტურმოებს ეძლევათ იგივე შესაძლებლობები, რაც მსხვილ ქსელურ სასტუმროებს აქვთ. დიდ სასტუმროებში გაყიდვები ცენტრალური ოფისებიდან იმართება და მათთვის ეს პრობლემა არაა. სწორედ ამ დიდ შესაძლებლობას ვთავაზობთ პატარა სასტუმროებს. ჩვენ ლოკალურ სასტუმროებს გლობალურ ბაზრებზე წვდომას და ხილვადობას ვაძლევთ. ეს მათზე პოზიტიურად აისახება. სეზონიდან სეზონამდე მნიშვნელოვნად იზრდება მათი ჯავშნები და სასტუმროების მმართველები და მენეჯერებიც უფრო მართებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო