გოგი წულაია - ქუთაისის მერიამ ექვს თვეში სარესტორნო მომსახურებისთვის 87112 ლარი დახარჯა - მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი

ქუთაისის მერიამ წელს სარესტორნო მომსახურებისთვის 87 112 ლარი დახარჯა, - ამ ინფორმაციას პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები არის ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი.

წულაია მოუწოდებს მთავრობას, დაანონსებული „ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა რეალურად ამოქმედდეს.

„წელს, ექვსი თვის მონაცემებით, მერიამ სარესტორნო ხარჯებზე 87112 ლარი დახარჯა. მოვუწოდებ მერს, ხანდახან ოჯახშიც ჭამე საჭმელი და დაზოგე ბიუჯეტის თანხა. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას, კეთილი ინებეთ და დაანონსებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა დაიწყეთ და წარმომადგენლობითი ხარჯები შეამცირეთ, თორემ ლარის გაუფასურებას არ შეაჩერებს არაფერი და ეს იქნება ქვეყნის დასასრული . თანხები დახარჯულია ფორუმებზე და ღონისძიებებზე და რეალურად საქმე არ კეთდება", - განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში აცხადებენ, რომ წულაიას ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება