ქართული ტურიზმის მხარდასაჭერად ტერაბანკი ინიციატივას #spendyoursummeringeorgia უერთდება

ტერაბანკი წლევანდელი ზაფხულის აქტუალურ თემას - ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეხმაურება და ახალი კამპანიით „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

კამპანიის ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ტერაბანკის ფილიალები თბილისსა თუ რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს შეითავსებენ. თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლს შეასრულებენ.

პარალელურად, ტერაბანკის ფილიალებში განთავსდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე დეტალურ ინფორმაციას გააერთიანებს. შესაბამისად, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო მარშრუტები მარტივად დაგეგმონ, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები მოიარონ და საქართველოში მართლაც დაუვიწყარი ზაფხული გაატარონ. მთელი კამპანიის განმავლობაში მომხმარებლებს ტერაბანკისგან გათამაშებები, საინტერესო შეთავაზებები, სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მხარდაჭერა იქნება. ბანკი მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს — ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, სარეკლამო ბროშურებს, ფეისბუქის გვერდსა და სხვა არხებს უფასოდ დაუთმობს.

„ყოველთვის ვცდილობთ, საზოგადოებას სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივა შევთავაზოთ. შარშან ასეთი კამპანია იყო ტერა ბაიკი, რომელიც ველოსიპედით სიარულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. წელს კი, აქტუალობიდან გამომდინარე, საყოველთაო ინიციატივას #spendyoursummeringeorgia შევუერთდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი საზაფხულო კამპანიით ტურიზმის სექტორისთვის დაგვეჭირა მხარი. წაგვეხალისებინა ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და ის მოგზაურები, რომლებიც წლევანდელ ზაფხულს საქართველოში ატარებენ“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

კამპანია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, თუმცა საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას ტერაბანკი სხვადასხვა ინიციატივით კვლავ გააგრძელებს.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს