საპენსიო სააგენტოს დირექტორი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საპენსიო სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საპენსიო რეფორმის შესახებ არასამთავრობო სექტორის კითხვებს უპასუხა.

როგორც" ინტერპრესნიუსს" ლევან სურგულაძემ შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, რეფორმა მოსალოდნელზე წარმატებულია და მუდმივ რეჟიმში ხდება დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაცია რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

„ასეთი შეხვედრა უკვე მეორედ ტარდება. არასამთავრობო სექტორს ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე პროგრესის შესახებ და ვპასუხობთ მათ კითხვებს. აღსანიშნავია, რომ რეფორმა წარმატებულად მიმდინარეობს, არსებულმა შედეგებმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა", -აცხადებს ლევან სურგულაძე.

თავის მხრივ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროიტეგრაციის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი სრულყოფილად ინფორმირებული იყოს ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საპენსიო რეფორმის შესახებ.

„საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან. საპენსიო სააგენტოს დირექტორი შეხვდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ადგილობრივი პლატფორმის წარმომადგენლებს. ეს მეორე შეხვედრაა და სამომავლოდაც გაგრძელდება დიალოგი. ვფიქრობ, რეფორმა საკმაოდ წარმატებულად ხორციელდება", -განაცხადა არჩილ ყარაულაშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საპენსიო სქემაში 853 ათასი ადამიანია ჩართული, აკუმულირებულია 304 მილიონი ლარი, რომელსაც ამონაგების სახით 4,5 მილიონი ლარი დაერიცხა.

ვახტანგ ხმალაძე - „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური ველიდან იმდენადაა გასული, ამის შემდეგ მისგან კიდევ ბევრ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ვნახავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით