გია ხუხაშვილი  - სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ ცხელი შემოდგომა გველოდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ზაფხული მოვლენებით დატვირთული გამოვიდა, გრილი კი იყო, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ცხელი. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში 20 ივნისის შემდგომ განვითარებულ პროცესებს? რა ტენდენციები გამოიკვეთა, რა უფრო მეტად გამოჩნდა?

- მთავარი რაც გამოჩნდა, გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ვიმყოფებით პერმანენტული კრიზისების ეპოქაში. ხელისუფლება, პრაქტიკულად იხსნის პასუხისმგებლობას ყველა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც დაგროვილია.

ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას წიხლით ცდილობს

ხელისუფლება ამბობს, - კი ბატონო, არის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები ჩემი ბრალი კი არა, ოპოზიციის ბრალია და მე არ ვაპირებ მათ მოგვარებას.

ჩემი აზრით, ასეთი კომიკური დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას იმ პრობლემებთან, რაც პოლიტიკურმა დღის წესრიგმა მის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ლეგიტიმაცია აქვს დაკარგული და ბოთლიდან ამოსული ჯინის ისევ ბოთლში შებრუნებას წიხლით ცდილობს.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა რამოდენიმე ფეთქებადსაშიში გარემოება შექმნა, მათი გადაუჭრელობის გამო ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს აქტუალური და მორიგი დაპირისპირების საბაბი

ვგულისხმობ მის მცდელობას ძალოვანი მეთოდებით გადაჭრას ის პრობლემები, რომლებზეც მას პასუხი აქვს გასაცემი. ფაქტია, რომ იგი ძალოვანი მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების განმტკიცებას.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე ფეთქებადსაშიში გარემოება შექმნა, მათი გადაუჭრელობის გამო ისინი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გახდეს აქტუალური და მორიგი დაპირისპირების საბაბი.

- უნდა ხელისუფლებას თუ არა, მას მაინც მოუწევს პასუხების გაცემა 20 ივნისის მოვლენებზე, იგივე დაკავებებთან; ლარის გაუფასურებაზე, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომელიც თავიდანვე ჩანდა, რომ მარტივად არ გადაწყდებოდა. თქვენი დაკვირვებით, ამ მოვლენებმა რა ტიპის ამოცანების წინაშე დააყენა ხელისუფლება?

- ამ ამოცანების ორ ნაწილად გამოყოფა შეიძლება. ერთი გახლავთ სახელმწიფოებრივი ამოცანები და რისკები. ასეთ კატეგორიას განეკუთნება იგივე დავით გარეჯის თემა, ლარის კურსის ვარდნა და სოციალური რისკების ზრდა, საგარეო რისკები, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება, ასევე ანაკლიის პორტის პერსპექტივასთან დაკავშირებული პრობლემები.

პარადოქსიც იმაშია, რომ ყველა ამ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაყვეტაზე ხელისუფლება უარს აცხადებს, კი ამბობს, რომ ეს პრობლემები არის, მაგრამ ისინი „ნაცმოძრაობის“ ბრალია და მე არაფერ შუაში ვარ და არც მათი გადაწყვეტის თავი არა მაქვს.

პარადოქსიც იმაშია, რომ ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაყვეტაზე ხელისუფლება უარს აცხადებს, კი ამბობს, რომ ეს პრობლემები არის, მაგრამ ისინი „ნაცმოძრაობის“ ბრალია და მე არაფერ შუაში არა ვარ და არც მათი გადაწყვეტის თავი არ მაქვს

მაგრამ, პარალელურად აქტიურად წყვეტს ერთადერთ, არა საელმწიფოებრივ ამოცანას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების გამყარებას უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა იგი ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაბრუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამას უკავშირდება, კუნთების თამაშები და ამდენი სპეცოპერაციების ჩატარება.

კუნთების თამაშისას ხელისუფლება მაქსიმალურად მაღლა წევს თამასას, აცხადებს აპოკალიფსის მზადებას, საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდება, რომ საქმე გვაქვს გაცილებით მსუბუქ დანაშაულებებთან. 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრულია 315-ე მუხლით, სახელმწიფო გადატრიალებაზე, მაგრამ, ვინც დღემდეა დაკავებული არც ერთ მათგანს ეს მუხლი არ აქვს წაყენებული. თუ ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ამ საქმეზე კონკრეტული დამნაშავე არავინ არაა? ეს ხომ აბსურდია.

შესაძლოა, „თიბისი ბანკის“ საქმეში საუბარი იყოს გარკვეულ დარღვევებზე, თუნდაც მცირე დანაშაულზე, მაგრამ ფულის გათეთრებაზე აშკარად ვერ ქაჩავს

იგივე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებითაც ამგვარი სიტუაციაა. ხაზარაძე-ჯაფარიძეს მაქსიმალურად მძიმე მუხლი მიუყენეს, მხედველობაში მაქვს ბრალდება ფულის გათეთრებაზე, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ასევე გახლავთ სრული აბსურდი. შესაძლოა, „თიბისი ბანკის“ საქმეში საუბარი იყოს გარკვეულ დარღვევებზე, თუნდაც მცირე დანაშაულზე, მაგრამ ფულის გათეთრებაზე აშკარად ვერ ქაჩავს.

ის საკითხები, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება, არც ის საქმეებია ბოლომდე მიყვანილი და ახლა ეს საქმეებიც ჰაერშია გამოკიდებული. ხელისუფლებას პროპაგანდისტული მანიპულაციებით უნდა ამ პრობლემების გადაწყვეტა.

ის საკითხები, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება, არც ის საქმეებია ბოლომდე მიყვანილი და ახლა ეს საქმეებიც ჰაერშია გამოკიდებული. ხელისუფლებას პროპაგანდისტული მანიპულაციებით უნდა ამ პრობლემების გადაწყვეტა

იგივე ითქმის „რუსთავი 2“-ის საქმეზე. მხედველობაში მაქვს ის ძალისხმევა, რომელიც გაუგებარია თუ რატომ მოახმარა ხელისუფლებამ იმ პროდუქტის შესაძენად, რომელიც მას პრინციპში არც არაფერში სჭირდება.

- გასაგებია, რომ სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს ამ თემებზე ხელისუფლებისათვის სასარგებლო ვერსიების ტირაჟირებას, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო აქტუალური გახდება ამ საქმეების ბოლომდე მიყვანის აუცილებლობა.

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება პოლიტიკოსთა დაკავებებით ცდილობს პოლიტიკურ ველზე მისთვის სასურველი სურათის შექმნას, ხოლო „რუსთავი 2“-ის საქმით საინფორმაციო სივრცის გაკონტროლებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

ამას წინათ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „შევარდნაძემ ვერ შეძლო მედიის გაკონტროლება, სააკაშვილმა შეძლო, ხოლო ივანიშვილი ცდილობს.“ თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ?

- 21-ე საუკუნის 20-იანი წლებია, ინფორმაციის შეზღუდვა, პრაქტიკულად შეუძლებელია. მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩვენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადავედით. თუ სააკაშვილის დროს ეს ტექნიკურად შესაძლებელი იყო, რადგან სიხშირის მიღებასთან იყო დაკავშირებული, დღეს ეს პრობლემა საერთოდ აღარ არსებობს.

რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას მედიის გაკონტროლების მცდელობები აქვს, მაგრამ ადამიანების დაჭერებით სიტუაციის „დაჭერა“ რომ შეუძლებელია და სიბრიყვეა, ცხადია.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას მედიის გაკონტროლების მცდელობები აქვს, მაგრამ ადამიანების დაჭერებით სიტუაციის „დაჭერა“ რომ შეუძლებელია და სიბრიყვეა, ცხადია

ამგვარი ქმედებებით ხელისუფლება უკუშედეგს იღებს, მაგრამ, გამომდინარე იქედან, რომ იგი თავს კედელთან მიყენებულად აღიქვამს, ისევ საბჭოური მეთოდებით მოქმედებას ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ხელისუფლება მარტივი სქემით მოქმედებს - ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა აკონტროლოს ფინანსური ნაკადები და ძალოვანი უწყებები.

- თავის დროზე „ქართული ოცნება“ სააკაშვილის ხელისუფლებას იგივეს საყვედურობდა...

- სააკაშვილი, პრაქტიკულად იგივეს აკეთებდა და შეიძლება ითქვას, უფრო მტკივნეული მეთოდებით, მაგრამ სააკაშვილი იმავდროულად ცდილობდა ჰქონოდა პოზიტიური დღის წესრიგი. ახლა კი ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს და იგი პრობლემებზე რეაგირების რეჟიმშია.

ვხედავთ, რომ ხელისუფლებას არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვს და იგი პრობლემებზე რეაგირების რეჟიმშია

დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან შედარებით ნაკლებად უხეშია საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ცოტათი უფრო ჰუმანურია, მაგრამ ლარის კურსზეც კი ამბობენ, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არისო. როცა ლარის კურსი 2-3 თეთრით დაიწევს სიხარულს ბავშვებივით გამოხატავენ.

- ყველაფერი ის, რაც ხდება, პოლიტიკური პროცესის ნაწილი კია, მაგრამ რეალურად, ჩვენ ვერ ვხედვათ იდეების ბრძოლას. რაც ჩანს, უფრო პროპაგანდისა თუ ხშირად ოპონენტების უაპელაციოდ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებისა თუ შეურაცხყოფის ნაწილად აღიქმება.

თუ ხელისუფლებას არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, დღეისათვის, მკაფიო პოზიტიური დღის წესრიგი არც მის ძირითად ოპონენტებსაც არ აქვთ. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ხმამაღალ განცხადებებსა თუ ბრალდებებს საგარეო კურსთან დაკავშირებით, სააზროვნო სივრცეში პოზიტიური დღის წესრიგების კონტურები არც იდეების დონეზე არ ჩანს...

- ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკური პროცესების პრაქტიკას ნეგატიურ გზავნილებზე. ანუ, არა რაღაცისთვის, არამედ ვიღაცის წინააღმდეგ მოქმედებას. ეს გამოწვეულია იმ სიტუაციით, როცა ერთი უტევს, მეორე თავდაცვაშია, ან პირიქით პერიოდების მიხედვით.

რაც შეეხება იდეებს, ჩვენს ხელისუფლებას მწყობრი იდეოლოგია არც არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს. ეს ეხება როგორც საგარეო კურს, რომელსაც მწყობრი მიდგომები სჭირდება და არც საშინაო პოლიტიკას ეტყობა რაიმე ამის მსგავსი. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

თუ ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდება მემარცხენეობა, „ოცნების“ მმართველი გუნდი მემარცხენე გახდება, თუ ამავე მიზნის მისაღწევად მემარჯვენეობა იქნება მომგებიანი, მემარჯვენეობას დაიჩემებენ, პროდასავლურობა დასჭირდება, პროდასავლელები გახდებიან, თუ პრორუსობა დასჭირდებათ, პრორუსულები გახდებიან

ვიმეორებ, ხელისუფლებას უარი აქვს ნათქვამი თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, პრობლემების გადაგორების რეჟიმში არიან და ცდილობენ ნებისმიერი მეთოდით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

თუ ძალაუფლების შენარჩუნებას დასჭირდება მემარცხენეობა, „ოცნების“ მმართველი გუნდი მემარცხენე გახდება, თუ ამავე მიზნის მისაღწევად მემარჯვენეობა იქნება მომგებიანი, მემარჯვენეობას დაიჩემებენ, პროდასავლურობა დასჭირდება, პროდასავლელები გახდებიან, თუ პრორუსობა დასჭირდებათ, პრორუსულები გახდებიან.

მათთვის იდეათა და ფასეულობათა მწყობრი სისტემა არ არსებობს. „ქართული ოცნების“ შემადგენლობა როგორც თავიდან იყო ეკლეკტური, ახლაც ისეთივეა.

- პრაქტიკულდ ყველა ოპოზიციური ძალა შემოდგომაზე აანონსებს გააქტიურებას. ეს ეხებათ „ნაციონალებს“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანს“ და სხვებსაც. რჩება შთაბეჭილება, რომ შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაინაცვლებს და ვნახავთ არა იდეების ბრძოლას, არამედ ბრძოლას ქუჩისთვის...

- როდესაც მმართველ ძალას არ აქვს დიდი მხარდაჭრა, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იწყება ამ ტიპის რყევები. შემოდგომაზე პრობლემა ის იქნება, რომ ეს პროცესები სავარაუდოდ გაცილებით უფრო რთულ, სოციალურად მძიმე ფონზე წარიმართება.

ასეთ ვითარებაში მეტ სიმწვავეს შეიძენენ ხელისუფლების მიერ დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები. იგივე ანაკლიის პორტის პროექტი, დავით გარეჯი, ლარის მდგომარეობა და ის ბოლომდე გადაუწყვეტელი და არმიყვანილი თემები, რაზეც ვისაუბრეთ და რამაც შექმნა ბევრი თვალსაზრისით კრიზისული ვითარება.

არც ერთ პრობლემურ საკითხზე, რაც ხელისუფლების დღის წესრიგში 20 ივნისის შემდეგ გაჩნდა, ჯერ პიკი არ გვაქვს გავლილი, ასეთ ვათარებაში შემოდგომაზე მეტ სიმწვავეს შეიძენენ ხელისუფლების მიერ დაგროვილი და გადაუჭრელი პრობლემები

შემოდგომაზე ლარის გაუფასურება კიდევ უფრო შესამჩნევი შეიძლება აღმოჩნდეს. ეს კი ძალიან მძიმედ აისახება სამომხმარებლო კალათაზე. ლარის გაუფასურების პირობებში კი სოციალური ფონი იმის გამო დამძიმდება, რომ მოიმატებს კომუნალური გადასახადი და გაძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები. სამწუხაროდ, ჩვენი სასაქონლო უსაფრთხოება იმპორტზეა დამოკიდებული.

არადა, არც ერთ პრობლემურ საკითხზე, რაც ხელისუფლების დღის წესრიგში 20 ივნისის შემდეგ გაჩნდა, ჯერ პიკი არ გვაქვს გავლილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს „რუსთავი 2“ და ამით ყველაფერი დამთავრდა, ეს ასე მარტივად არ დასრულდება, რადგან მანდ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დაგროვილი.

ბუნებრივია, რომ არსებული პრობლემების ფონზე ყველა ოპოზიციური ძალა შეეცდება შემოდგომაზე სიტუაციისთვის მეტი დრამატიზმის შეძენას და სათავისოდ გამოყენებას. სამწუხაროდ, სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ ცხელი შემოდგომა გველოდება.

- მმართველი ძალის ლიდერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოცნება“ 2020 არჩევნების შემდეგ არ აპირებს „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას. ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა გეგმები აქვთ. ახლა ბევრი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს.

თქვენი დაკვირვებით, შექმნილ ვითარებაში 2020 წლამდე რომელ პოლიტიკურ ძალას ეძლევა მეტად გაძლირების შანსი?

- დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - „ოცნებას“, „ნაციონალებს“ და „ევროპულ საქართველოს“ მთელი თავისი რესურსის გამოყენებით შეუძლიათ 2020 წლის არჩევნებზე მიიღონ 1 მილიონი ხმა. ვინაიდან დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დადის არჩევნებზე, შეიძლება ითქვას, რომ ხმათა მეორე მილიონი უპატრონოდაა დარჩენილი.

დღეისათვის მოცემულობა ასეთია - 2020 წლის არჩევნების შედეგად მარტო ვერც „ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მარტო ვერც „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ვერ შეძლებენ მოსვლას

2020 წლის არჩევნების მთავარი თემა ის იქნება, თუ როგორ გადანაწილდება ხმები „ოცნებას“, „ნაციონალებსა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. საინტერესოა, რა შედეგი ექნება არჩევნებზე ხაზარაძე-ჯაფარიძის მოძრაობას. ასევე საინტერესოა თუ რა შედეგით დასრულდება პოლიტიკაში ახალი თაობისა და ახალგაზრდების გააქტიურება.

რაც შეეხება ტრადიციულ ოპოზიციას, მათ ნაწილს საკმაოდ შეზღუდული რესურსი აქვს, თუმცა პროპორციული არჩევნების პირობებში საკმაოდ კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეთ.

2020 წლის არჩევნებზე ბრძოლა იმაზე იქნება, თუ ვინ ჩაიდგებს ხელში ოქროს გასაღებს, რომლის მფლობელებს ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალება მიეცემა

დღეისათვის მოცემულობა ასეთია - 2020 წლის არჩევნების შედეგად მარტო ვერც „ოცნება“ შეინარჩუნებს ხელისუფლებას და ხელისუფლებაში მარტო ვერც „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ ვერ შეძლებენ მოსვლას.

2020 წლის არჩევნებზე ბრძოლა იმაზე იქნება, თუ ვინ ჩაიგდებს ხელში ოქროს გასაღებს, რომლის მფლობელებს ხელისუფლების ჩამოყალიბების საშუალება მიეცემა.

- ამ ოქროს გასაღების მოპოვების იმედი ახლა ძალიან ბევრ პოლიტიკურ ძალას აქვს...

- დიახ, მაგრამ არსებულ ვითარებაში „ოცნების“ მდგომარეობა განსაკუთრებით დრამატული და ცუდია. პოსტსაარჩევნო კოალიციები უფრო შესაძლებელია „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ფლანგზე.

დღეის მოცემულობით ვითარება ასე გამოიყურება - „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, ბარიერის გადალახვა შეუძლია „პატრიოტთა ალიანსს“. მაგრამ, „ოცნებისთვის“ მათთან თანამშრომლობა სხვა რისკებთან არის დაკავშირებული.

2020 წლის არჩევნების შემდეგ „ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის ურთიერთობების ფორმალიზება მაქვს მხედველობაში. საგარეო ვექტორთან დაკავშირებით „ალინსის“ პოზიცია, შესაძლოა, „ოცნებისთვის“ დამანგრეველი აღმოჩნდეს.

პოსტსაარჩევნო კოალიციები უფრო შესაძლებელია „ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფლანგზე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ფლანგზე

ასე რომ, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით „ოცნებას“ სერიოზული თავის ტკივილები ექნება. რადგან, იგი მომავალ არჩევნებამდე ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემებს, რაც გადასაწყვეტი აქვს. ასეთ ფონზე არჩევნებამდე მისი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა და იგი 2020 წლის არჩევენებს კიდევ უფრო დასუსტებული შეხვდება, ვიდრე დღესაა.

ხელისუფლება კი ცდილობს კუნთების თამაშით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ამგვარი მოქმედებით იგი ცეცხლზე მხოლოდ ნავთს ასხამს. მმართველი ძალის პრობლემა დღეს ისაა, რომ ის მორალური უპირატესობა, რომელიც მას „ნაციონალებთან“ მიმართებაში ჰქონდა, დაკარგული აქვს.

ხელისუფლება კი ცდილობს კუნთების თამაშით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, „ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ამგვარი მოქმედებით, იგი ცეხლზე მხოლოდ ნავთს ასხამს

ახლა „ოცნებისთვის“ ადეიშვილზე, კეზერაშვილზე და ოქრუაშვილზე აპელირება არაფრის მომცემი არაა. ასეა იმიტომ, რომ მას უკვე ჰყავს თავისი ზარდიაშვილი, მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვები.

რადგან ასეა, ადამიანებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა - ამ ორი გუნდიდან ვინ უფრო უკეთესი და ვინ უფრო უარესია. ფაქტია, რომ ამ ორი ძალის გარდა, ალტერნატიული ძალის ცენტრები უკვე ჩანს, ანუ რესურსების მონოპოლიზებაც ნაკლებადაა შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში 2020 წლის არჩევნებზე „ოცნების“ პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია“.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა