"გირჩი" 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის

"გირჩი" 18 წლამდე პირთა არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, აუცილებელია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში ახალგაზრდების ჩართვა მოხდეს.

„თუ ამ ასაკამდე იარაღის ტარებას ვაძალებთ ჯარში, მსახურებას, ხმის მიცემის უფლებას რატომ არ ვაძლევთ? ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება ათას სულელს აქვს და 18 წლამდე ახალგაზრდებს არ აქვთ. პარლამენტის წევრს სკოლის ატესტატი არ მოეთხოვება და 25 წლის თუ არ არის, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ, რომ ვინმემ აირჩიოს. ამ კითხვებს ვსვამ. დანარჩენი აქ ხალხია მოსული იმისთვის, როგორ უნდა იყოს განაწილებული ბიუჯეტის ფული, ვის რამდენი შეხვდება არჩევნების შედეგად, ასევე რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ადმინისტრაციულ ორგანოებში.

იქნებ, ვინმეს გულში პატრიოტული სულისკვეთებაც აქვს და ქვეყნის გადარჩენას ასე უყურებს. მე ვამბობ იმას, რისთვის ვარ მოსული – ახალგაზრდებს არჩევნებში მოსვლის საშუალება მიეცით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება