მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და ბადრი ჯაფარიძე თავიანთ აქციებს „ანაკლიის კონსორციუმში“ სამართავად გადასცემენ საერთაშორისო სატრასტო ფონდს,  ვიდრე არ გაქარწყლდება  მათ  წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები

ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები, - ამის შესახებ ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომლის კომენტარსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე. ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც სამართავად გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს - ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები“, - აცხადებს ხაზარაძე.

„ანაკლიის კონსორციუმის მიერ“ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ტოვებენ, შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის თანამდებობებს. „ანაკლიის კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში აშშ-ს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი შეასრულებს

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია