სოსო ცინცაძე - სამწუხაროდ, ქვეყანა გულივერის ნაბიჯებით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიექანება, რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის საქმეს  თავად ვაკეთებთ

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და დიპლომატიის ისტორიის ცნობილ მკვლევარს, პროფესორ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან მიერთება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ახლა ცხინვალი ქართველების მიერ ოსების გენოციდის აღიარებაზე პასუხს მოსკოვისაგან ელოდება.

ბიბილოვის ამ განცხადებაზე თბილისში ბევრმა თქვა, რომ მოსკოვი გეგმავს ურჩობისთვის თბილისზე ზეწოლისთვის სოხუმისა და ცხინვალის გამოყენებას, რომ მას არ სჭირდებოდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა, ვინაიდან სრულად აკონტროლებს ორივე ოკუპირებულ რეგიონს.

თუ სამხრეთ ოსეთის ისტორიაზე პრეზიდენტ პუტინის განცხადებებს გავიხსენებთ, მათ შორის იმაზე, რომ თითქოს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვეს, ხომ არ ამზადებს მოსკოვი სამხრეთ ოსეთს რუსეთისთვის მისაერთებლად?

- რასაკვირველია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „მიიერთებს-არმიიერთებს“, ისევე როგორ აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ - „აღიარებს-არაღიარებს“, პირველ შემთხვევაში, ისევე, როგორც საზოგადოებრი აზრი, სახელისუფლებო აზრიც მოტყუვდა. უმეტესობა თვლიდა, რომ მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებდა. მაგრამ, ვნახეთ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგა.

ახლაც იგივე მეორდება. აქაოდა, რად უნდა ახლა რუსეთს ზედმეტი თავის ტკივილი, რად უნდა მიერთება, რადგან ამაზე ნეგატიური რეაქცია ექნება მსოფლიოს. ყირიმი ვერ მოუნელებია და ასე შემდეგ. ორივე შემთხვევაში, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ახლაც რუსეთის შემდგომ ქმედებებზე თამამ და კატეგორიულ განცხადებებს აკეთებდა და ახლაც აკეთებს, საერთოდ არ ითვალისწინებს რუსეთის ისტორიას.

ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და ახლაც რუსეთის შემდგომ ქმედებებზე თამამ და კატეგორიულ განცხადებებს აკეთებდა და ახლაც აკეთებს, საერთოდ არ ითვალისწინებს რუსეთის ისტორიას

ივანე მეოთხე-მრისხანედან დაწყებული, პეტრე პირველით და ასე შემდეგ გაგრძელებული, რუსეთის ისტორია პრაქტიკულად ტერიტორიების ზრდის ისტორიაა. მაშინ გორჩაკოვი კი ამბობდა, რომ ტერიტორიების ზრდა ეს სისუსტის ზრდა არისო. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს ბუხარა, სამაყანდიო, არ გვინდა, მაგრამ იძულებული ვართ, ქვეყნის სიდიდის ზრდაზე ვიყოთ ორიენტირებულიო.

პუტინმა ძალიან კარგი პოლიტიკური მოსავალი მიიღო ყირიმის ანექსიით. მაშინ მისი რეიტინგი ძალიან გაიზარდა. ახლა პუტინის რეიტინგი ქვეყნის შიგნით კატასტროფულ მდგომარეობაშია. თანაც სულ უფრო ახლოვდება მისთვის საკრალური 2024 წელი, როდესაც მას პრეზიდენტობის მორიგი ვადა გაუვა და ის წამსვლელი არსად არ არის. დღეს მე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ პუტინი არსად არ წავა.

პუტინს ძალაუფლების კიდევ უფრო განსამტკიცებლად სჭირდება კიდევ ერთი ტერიტორიული ანექსია. რუსი ობივატელი რომ რუკაზე დახედავს, ქვეყნის ზრდა უნდა დაინახოს და დარწმუნდეს, რომ მისი ქვეყანა დიდია, თან ზესახელმწიფოა.

პუტინს ძალაუფლების კიდევ უფრო გასამტკიცებლად სჭირდება კიდევ ერთი ტერიტორიული ანექსია. რუსი ობივატელი რომ რუკაზე დახედავს, ქვეყნის ზრდა უნდა დაინახოს და დარწმუნდეს, რომ მისი ქვეყანა დიდია, თან ზესახელმწიფოა

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მოსკოვში მობეზრდათ შავ ხვრელად ქცეული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შენახვა, რაშიც მილიონობით და მილიარდობით რუსული რუბლი იხარჯება. მათთვის ახლა უფრო ხელსაყრელია სამხრეთ ოსეთის მიერთება და ამ ტორიტორიის ისე მართვა, როგორც მის ნებისმიერ ტერიტორიას მართავენ.

- მტკიცება, რომ მოსკოვს მორიგი თავისტკივილი არ სჭირდება, დამაჯერებლად არ გამოიყურება, ვინაიდან კრემლმა 2008 წელს ჯერ საქართველოს გადაახია თავზე საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები, შემდეგ ყირიმის ანექსიით უკრაინას, და ახლა იგივეს უკეთებს ევროპასა და ამერიკას.

ასეთ ვითარებაში რამდენად კარგ გამოსავლად გამოიყურება ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილი მტკიცება, რომ თბილისმა უნდა დაასწროს სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოსთვის არასასურველი სცენარით განვითარებას და თავად გამოაცხადოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებად?

- ჩვენთვის, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსირებულ ტერიტორიებად გამოცხადება არაფრის მომცემი არ იქნებოდა. ეს არაფერს შეცვილის ჩვენს მიმართ რუსეთის პოლიტიკაში. ჩვენი პოლიტიკოსები, ექსპერტები და პოლიტოლოგები დღეს მიმდინარე ფაქტებს პროცესში არ იხილავენ.

ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინმა მიაღწია იმას, რომ მომხდარის გამო გაარღვია იზოლაციის ის რკალი, რომელშიც გარკვეული პერიოდი იყო რუსეთი. ის მონაწილეობას იღებს G-20-ის მუშაობაში, მიუხედავად იმისა, რომ ნატომ მიიღო თავისი ახალი დოქტრინა, რომლის მთავარი მიზანი რუსეთის შეკავებაა. იმავე დოქტრინაში რუსეთი მტრადაა აღიარებული, მაგრამ იქვე საუბარია იმაზე, რომ დასავლეთს მასთან დიალოგი უნდა ჰქონდეს, რადგან ის საშიში ქვეყანაა.

ჩვენთვის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსირებულ ტერიტორიებად გამოცხადება არაფრის მომცემი არ იქნებოდა. ეს არაფერს შეცვლის ჩვენს მიმართ რუსეთის პოლიტიკაში. ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები და პოლიტოლოგები დღეს მიმდინარე ფაქტებს პროცესში არ იხილავენ

პუტინმა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო იზოლაცია მოინელა. ისევე მოინელა, როგორც რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. საბჭოთა უშიშროებაში სულელებს არ იღებდნენ. პუტინმა იცის, რომ რუსეთში სოციალური რევოლუცია საერთოდ გამორიცხულია.

ასე იქნება, ვინაიდან რეპრესიული სისტემა მთელი ძალითაა ამოქმედებული. სულ არ აქვს მნიშვნელობა რამდენს დააკავებენ - 1100, შემდეგ 800-ს, თუ კიდევ 1500-ს.

პუტინმა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო იზოლაცია მოინელა. ისევე მოინელა, როგორც რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები

დააკავებენ იმდენს, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან. როგორც ვხედავთ, დაკავებულებს უშვებენ. პუტინი საერთაშორისო თანამეგობრობის აზრს მის მიმართ ანგარიშს არ უწევს. მეტიც, საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას, საერთაშორისო აქტორების წინააღმდეგობას მის სასარგებლოდაც კი იყენებს.

- რა გამოდის - ჩვენ ახლა რუსეთის შესაკავებლად არც საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობა არ გვიშველის და არც რუსეთთან მიმართებაში იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც პრაქტიკულად რეალობის კონსტატაციაა?

თუ კარგად დავაკვირებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს, შეიძლება მართლაც ითქვას, რომ ეს ორივე ოკუპირებული რეგიონი კარგა ხანია ანექსირებულია...

პოლიტიკაში მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკაა გამართლებული. არა განცხადებებზე, არა დეკლარაციებზე, არა გაფორმებულ შეთანხმებებზე, არამედ შედეგზე

- გამოდის ის, რომ ჩვენ ახლა სულ სხვა დიპლომატია გვჭირდება. ახალ რეალობას მსოფლიოში ჩვენ პრაქტიკულად დიპლომატიის გარეშე ვხდებით. საქართველოს დღეს არ გააჩნია დიპლომატია, ჩვენ დღეს არ გვყავს დიპლომატები.

- საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა დავით ზალკალიანმა საკმაოდ დიდი ჩამონათვალი გააკეთე იმ დოკუმენტების, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო ბოლო წლებში. ასევე იმ ღონისძიებების, რომლითაც დასავლეთი რეაგირებს ჩვენთვის მტკივნეულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ეს არაფერს არ ნიშნავს?

ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძირითადად წინა ხელისუფლების ბრალდებებითაა დაკავებული და რუსეთზე არაფერს ამბობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ცუდ რამეს

- არაფერს არ ნიშნავს. თავის დროზე შევარდნაძემ თქვა - მე მაგარ განცხადებებს, კონკრეტული, მაგარი შედეგი მირჩევნიაო. პოლიტიკაში მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკაა გამართლებული. არა განცხადებებზე, არა დეკლარაციებზე, არა გაფორმებულ შეთანხმებებზე, არამედ შედეგზე.

- აგვისტოს ომიდან 11 წელი კი გავიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ვერ თანხმდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.

თუ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე ბევრს კი საუბრობს, მაგრამ პრაქტიკულად არაფერს ამბობს მომხდარში რუსეთის ხელისუფლების როლზე, დანაშაულობებზე, პრეზიდენტს პუტინს კი საერთოდაც არავინ ახსენებს. თქვენი დაკვირვებით, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ის, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ძირითადად წინა ხელისუფლების ბრალდებებითაა დაკავებული და რუსეთზე არაფერს ამბობს, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ცუდ რამეს.

35 წუთი ვუსმინე ჩვენს თავდაცვის მინისტრს იზორიას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როცა თქვემა კოლეგამ ჰკითხა თუ რატომ ერიდებოდა იგი რუსეთის და პუტინის ხსენებას, მისი პასუხი ასეთი იყო - როგორ გეკადრებათ, მე რუსეთს არაფერში არ ვერიდებიო. შემდეგ 5 წუთი ილაპარაკა ომზე, მაგრამ პუტინი მაინც არ უხსენებია.

ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე პერიოდში ივანიშვილმა რუსეთთან მიმართებაში დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, როცა იჩქარა რუსეთთან საურთიერთობოდ ზურაბ აბაშიძისთვის სპეცარმომადგენლის თანამდებობის შექმნა

როცა თქვენი კოლეგა არ მოეშვა მან დასძინა - მნიშვნელობა არა აქვს მე ვახსენებ თუ არა აგვისტოს ომთან დაკავშირებით პუტინს, ამ პროცესებში მის მონაწილეობაზე მთელმა მსოფლიომ იცისო.

ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე პერიოდში ივანიშვილმა რუსეთთან მიმართებაში დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, როცა იჩქარა რუსეთთან საურთიერთობოდ ზურაბ აბაშიძისთვის სპეცწარმომადგენლის თანამდებობის შექმნა.

დასწრებაზე ითამაშა, რომ დაერწმუნებინა ყველანი, რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. მაშინ მან ზურაბ აბაშიძე კი დანიშნა, მაგრამ აბაშიძესთან მომლაპარაკებელიც კი არ დაუნიშნავს რუსეთს. თბილისიდან განცხადების გაკეთებაც კი გახდა საჭირო იმისთვის, რომ მოსკოვს აბაშიძესთან მომლაპარაკებელი პირი დაენიშნათ.

ახლა აბაშიძეს მოუწევს ელაპარაკოს კარასინის შემცვლელ დიპლომატს, რომელიც გენეტიკურადაა საქართველოს მოძულე, რომელიც თავის დროზე საქართველოში პერსონა ნონ გრანტადაც იყო გამოცხადებული. ამ დიალოგის შედეგიც ნულის ტოლი იქნება

პუტინს მაშინ ახალი თანამდებობა კი არ შეუქმნია, არამედ საგარეო საქმეთა ერთ-ერთ მოადგილეს კარასინს დაავალა თბილისთან ურთიერთობა. აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ანუ მთავრობის წარმომადგენელი იყო, კარასინი კი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოადგენდა. საქართველოს სულ სხვა ჭრილში, კერძოდ ჰუმანიტარულ, სავაჭრო სფეროებში უნდოდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. რუსეთს კი უნდოდა თბილისთან პოლიტიკური დიალოგი ეწარმოებინა და ამ კუთხით ჰქონოდა წარმატება.

ის, რომ მოსკოვმა თბილისთან საურთიერთობოდ დიპლომატი შეარჩია და არა პოლიტიკოსი, მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია. ყველა ბედნიერი იყო იმით, რომ სამ თვეში ერთხელ აბაშიძემ დაიწყო კარასინთან შეხვედრები პრაღაში.

ახლა აბაშიძეს მოუწევს ელაპარაკოს კარასინის შემცვლელ დიპლომატს, რომელიც გენეტიკურადაა საქართველოს მოძულე, რომელიც თავის დროზე საქართველოში პერსონა ნონ გრანტადაც იყო გამოცხადებული. ამ დიალოგის შედეგიც ნულის ტოლი იქნება.

მე მაინც ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომის აცილება იმიტომ არ იყო შეუძლებელი, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოება გადაწყვეტილი ჰქონდა

პრემიერმა ბახტაძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან პროვოკაცია კი იყო, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილება. შესაძლოა, თეორიულად მართლაც შესაძლებელი იყო ომის აცილება. შესაძლოა, ეს ტალეირანს, რიშელიეს, ან ბისმარკს მოეხერხებინა.

მე მაინც ვფიქრობ, რომ აგვისტოს ომის აცილება იმიტომ არ იყო შეუძლებელი, რომ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომის წარმოება გადაწყვეტილი ჰქონდა. მედვედევის განცხადებით, მან აგვისტოს ომი იმიტომ დაიწყო, რომ ბუქარესტში ნატოს სამიტზე ნატოში მიღებას შეპირდნენო. მე რომ ომი არ დამეწყო, დღეს საქართველო ნატოს წევრი იქნებოდაო.

ამიტომ კაზუს ბელი - რა იყო ომის დაწყების საბაბი ის კი არაა, თუ ვინ გაისროლა პირველმა, არამედ ის, პირველი ვინ დაიწყო მანევრები ომის დასაწყებად და პირველმა ვინ გამოაცხადა მობილიზაცია

8 აგვისტოს, როცა ჩვენი ნაწილების გარკვეული ნაწილი ცხინვალში იყო, მაშინ რუსულმა არხმა აჩვენა გაცოფებული კოკოითი, რომელიც ყვიროდა - სადაა დაპირებული დახმარება?

კოკოითს რუსებისგან დავალებული ჰქონდა თამარაშენისა და სხვა ქართული სოფლების დაბომბვა, რითაც მას უნდა აეძულებინა ქართული მხარეს ეპასუხა, რის შემდეგაც რუსეთი მას დაეხმარებოდა.

როცა ასეთი ფაქტები უამრავია, გაუგებარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მტკიცება, რომ ომი ქართულმა მხარემ მაშინ დაიწყო, როცა მძინარე ცხინვალი დაბომბა. ამიტომ ჩვენ ვართ დამნაშავე. თუ ჩემი არ გჯერათ, ტალიავინის დასკვნა ნახეთ.

როცა ამ საკითხზებზე მსჯელობენ, აუცილებელია მეცნიერული მიდგომა. როგორც ჩანს, ამ თემაზე კომენტატორთა უმრავლესობამ არ იცის რა არის კაზუს ბელი? ანუ, თუ რა არის და მაშინ რა იყო აგვისტოს ომის დაწყების საბაბი.

1890-იან წლებამდე კაზუს ბელად ითვლებოდა ის, თუ ვინ ისროლა პირველმა. 1891 წელს დაიწყო რუსეთსა და საფრანგეთს შორის მოლაპარაკებები სამხედრო კონვენციაზე. ამ მოლაპარაკებებს რუსეთის მხრიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის გენშტაბის უფროსი ალექსანდრე ობრუჩევი, რომლის თქმით, იმის გამო, რომ რკინიგზა განვითარებული და სამხედრო ნაწილების გადაადგილება პრობლემა აღარაა, ამიტომ კაზუს ბელი ანუ ომის დაწყების საბაბი ის კი აღარაა, თუ ვინ გაისროლა პირველმა, არამედ ის, პირველმა ვინ დაიწყო მანევრები ომის დასაწყებად და პირველმა ვინ გამოაცხადა მობილიზაცია.

თუ ვინმეს გამოსავალი ჰგონია, რომ ჩვენ არ უნდა გვეპასუხა ქართული სოფელების დაბომბვაზე, ეს მისი საქმეა, მაგრამ ჩემთვის ამგვარი მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა

აგვისტოს ომამდე როკის გვირაბიდან სულ ახლოს, ანუ ქედს გადაღმა, რუსეთის მაშტაბური სამხედრო წვრთნები უკვე იყო კაზუს ბელი. მეტიც, ომამდე რუსეთი ცხინვალის ხელისუფლებას ამარაგებდა იარაღით, აძლევდა ფინანსებს ადგილობრივი შენაერთების საწვრთნელად და შესანახად.

გარდა ამისა, მე ის მაკვირვებს, რომ აღარავის ახსოვს სამშვიდებო ძალების სარდლის გენერალ კულახმეტოვის წერილი, რომელიც მან ბრიუსელს

კი ბატონო, ეს რუსეთის პროვოკაცია იყო, დღევანდელი პრემიერი მაშინ პატარა ბიჭი იქნებოდა და არ ახსოვს, მაგრამ მე მახსოვს და სხვასაც ემახსოვრება ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან, კერძოდ თამარაშენიდან და ქურთიდან დაბომბვის შედეგად კანცელარიასთან მდგომი ხალხი, რომელიც შველას ითხოვდა. ამას რომ ვიხსენებ, მე დღესაც არ ვიცი, რა უნდა ექნა მაშინ ხელისუფლებას.

თუ ვინმეს გამოსავალი ჰგონია, რომ ჩვენ არ უნდა გვეპასუხა ქართული სოფლების დაბომბვაზე, ეს მისი საქმეა, მაგრამ ჩემთვის ამგვარი მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა.

- გასაგებია, თქვენი აზრი - ჩვენ არ ვიცით სად მიგვიყვანს ჩვენ მიერ წარმოებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ საერთაშორისო ასპარეზზე.

ასეთ ფონზე საშინაო პოლიტიკაში საჯარო სივრცეში დაპირისპირების დონე იმდენად მაღალია, რჩება შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ აშკარად მივექანებით. ღმერთმა არ ქმნას, მაგრამ...

ფაქტია, რომ ასეთი ვითარება აშკარად მოსკოვის ინტერესებშია. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ ესმოდეს ხელისუფლებას და საჯარო სივრცეში მის ძირითად ოპონენტებად მიჩნეულ პოლიტიკურ ძალებს.

მიუხედავად ამისა, დაპირისპირების ხარისხი არ ნელდება. თქვენ როგორ შეფასებდით იმას, რაც საშინაო პოლიტიკაში ახლა ხდება?

- მე მაინც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვიტყვი. თუ წარსული არ იცი, წარმატების იმედი არ უნდა გქონდეს. სწორედ ამიტომ იყვნენ წარმატებული ისინი, ვისაც ჩვენ ყველაზე დიდ დიპლომატებად ვიცნობთ. ტალეირანი ისტორიის ბრწყინვალე მცოდნე იყო. იგივე ჩერჩილი, დე გოლი, ისტორიის ბრწყინვალე მცოდნენი იყვნენ.

1912 წელს ბულგარეთს ადრიანოპოლი ჰქონდა აღებული, საიდანაც აია სოფიას მინარეთები ჩანს, მაგრამ თავად მოკავშირეებმა - ბულგარეთმა და რუმინეთმა ერთმანეთში დაიწყეს ომი და თურქეთი მაშინ მარცხს გადაურჩა.

ჩვენთან შიდა დაპირისპირება ისე მიდის, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის საქმეს თავად ვაკეთებთ

ეს რატომ გავიხსენე. ჩვენთან შიდა დაპირისპირება ისე მიდის, რომ თითქოს ჩვენ რუსეთის საქმეს თავად ვაკეთებთ. ახლა პუტინს არ სჭირდება საქართველოს წინააღმდეგ იყოს შემტევი და აგრესია განახორციელოს. პუტინს შეუძლია მშვიდად იჯდეს კრემლში, თავისი საქმე აკეთოს, ხოლო მის საქმეს საქართველოში დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები გააკეთებენ. თავად ეს ძალები მიიყვანენ ქვეყანას ახალ სამოქალაქო ომამდე.

მართლაც ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ იცით რაშია საქმე? მარტო ღმერთის იმედად ვერ ვიქნებით.

სამწუხაროდ, ქვეყანა გულივერის ნაბიჯებით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიექანება

ჩვენ დღემდე არ ვიცით, ჩვენი პირველი პრეზიდენტი მოკლეს თუ მოკვდა. ჩვენ არ მიგვიცია შეფასება სამოქალაქო ომისათვის, რომლის კვალს დღესაც ვხედავთ. ჩვენ კიდევ არ მიგვიცია შეფასება კიდევ ბევრი მოვლენისთვის, რაც ჩვენში მოხდა.

რატომ? ყველა ეს თემა საკმაოდ დელიკატური საკითხია, რომელიც მწარე სიმართლის თქმას ითხოვს. ამიტომ, ყველა ხელისუფლებას ერჩივნა ეს საქმეები თაროზე შემოეწყო და მუდმივად ელაპარაკა იმაზე, რომ მიმდინარეობს ძიება. იმის გამო, რომ ჩვენში ამ ტიპის ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, ხალხში ბევრი ისეთი რამ ილექება და გროვდება, რომ შესაძლოა, ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდეს.

ამას ემატება უმწვავესი სოციალური ფონი. შევარდნაძის დროსაც კი არჩევნები ისეთ მწვავე სოციალურ ფონზე არ ჩატარებულა, რომლის ჩატარება ჩვენ 2020 წელს მოგვიწევს.

მე ის მიკვირს თუ პოლიტიკის გაგებაში არ იყვნენ, „ოცნებას“ ხელისუფლებაში რა უნდოდა

შევარდნაძის დროს იყო კორუფცია, მაგრამ ხალხი მაინც ახერხებდა თურქეთში ნივთების გასაყიდად სიარულს, მაგრამ ხალხში სოციალურ ნიადაგზე სოციალური პროტესტი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ქვეყანა გულივერის ნაბიჯებით სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიექანება.

- ასეთ ვითარებაში მეტი გონიერება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოეთხოვება, რასაც ვერ ვხედვათ, და რა გამოდის - ორივე რუსის საქმეს აკეთებს?

- რატომ უნდა მოვიდეს გონს ხელისუფლება? მისი მიზანი ხომ თანამდებობის შენარჩუნებაა. ახლა ბევრს საუბრობენ კონსტრუქციულ და არაკონსტრუქციულ ოპოზიციაზე. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციას უხარია, როცა ამა თუ იმ ქვეყანაში უარესდება სოციალური ფონი. ეს ხომ მისი ხელისუფლებაში მოსვლისთვის ბრწყინვალე ნიადაგია.

„ოცნებას“ უნდა ტაში ვუკრათ მაშინ, როცა ლარის კურსი ეცემა. ოპოზიცია მძიმე სოციალურ ფონს ქვეყნის წინააღმდეგ კი არა ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს. ხელისუფლება პოლიტიკაში ხშირად უვიცობას ავლენს. მე ის მიკვირს, თუ პოლიტიკის გაგებაში არ იყვნენ, „ოცნებას“ ხელისუფლებაში რა უნდოდა.

ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის არც გრძელვადიანი და არც ხანმოკლე სტრატეგია არ გაგვაჩნია

ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის არც გრძელვადიანი და არც ხანმოკლე სტრატეგია არ გაგვაჩნია. არ შეიძლება მხოლოდ მოკავშირეების იმედზე ყოფნა. მე მრავალჯერ ნათქვამს გავიმეორებ - საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სტრატეგიული მოკავშირე არასოდეს ჰყოლია.

სტრატეგიული მოკავშირეა ის, ვინც შენი გულისთვის იომებს. და არა ის, ვინც შენთვის დახმარებას იმით ამოწურავს, რომ სტრასბურგში ანდა ბრიუსელში მიიღებს რამე რეზოლუციას, რომლის ფასი სტრასბურგზე და ბრიუსელზე უკეთ მოსკოვში იციან.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს