კოტე კემულარია - გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთვნის

ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის“,- ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კემულარიას შეფასებით, ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი არის დაპატიმრებული - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.

„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარ გვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ და ასო შ, თურმე თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული. ძალიან მტკივნეულია ეს, ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში, ამ ექსპერტიზის ბიუროს, ვისი სახელიც ქვია, ლევან სამხარაული, ეს ახალგაზრდა კაცი ედგა სათავეში, ვთხოვდით ამერიკელებს და ევროპულებს, რომ ჩვენ გვქონოდა ეროვნული, საამაყო ბიურო და ის მართლაც იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და ძალიან ძლიერი რეგიონში. ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისთვის ეს დასკვნა სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა და შ-ც და ყველა ის განსხვავება ნახა. ამით არაფერი არ მთავრდება, ეს ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას, მაგრამ ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილ არის დაპატიმრებული- „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო და როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს და იმისთვის, რომ ჟურნალისტების ხელში მოქცეულიყო საკუთრების ის წილები, რომელიც პრაქტიკულად დღეს ქიბარ ხალვაშს და ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისევ, ამის გამოა ის დაპატიმრებული“, - განაცხადა კემულარიამ.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა