პაატა სალია - ნიკა გვარამიას მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით  სასამართლოს მივმართავთ

წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პაატა სალია აცხადებს, 2015 წლიდან მოყოლებული კომპანიის ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდებოდა, შემოსავლები კი მცირდებოდა, თუმცა ზარალის მიუხედავად კომპანიის მენეჯმენტი ასეულ ათასობით პრემიებს იღებდა.

„წლების განმავლობაში, 2015 წლიდან მოყოლებული, კომპანიის შემოსავლები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად მცირდებოდა მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად იზრდებოდა კომპანიის ხარჯები, სრულიად დაუსაბუთებლად. ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პირობებში, კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას. არის ხელმშეკრულებები გაფორმებული, რომლის წაკითხვისაც აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე „რუსთავი 2“-ის. მაგალითად, ვხედავ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება და სად არის ის კვლევები, რომელთა სანაცვლოდ 600 000 ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება მიზანმიმართულად ხდებოდა.

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ წლების განმავლობაში მისი ფიდუციური ვალდებულებების გამო, კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგო, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ,“-განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანიის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს და იგეგმება ახალი სეზონი.

„ის, რომ მიზანმიმართული მოქმედება იყო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ და ეს მიზანი უკვე გაცხადებული აქვს ყოფილ გენერალურ დირექტორს, ის საჯაროდ აცხადებს, რომ ასეულობით ადამიანს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო, დატოვებს სამსახურის გარეშე, ანუ გაანადგურებს „რუსთავი 2“-ს . „რუსთავი 2“-ის განადგურება არ მოხდება, დამერწმუნეთ. დღეს მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, ვაგრძელებთ მუშაობას, ვმუშაობთ ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე. ბევრი გადაცემა წავიდა, მაგრამ სექტემბრიდან „რუსთავი 2“ გავა განახლებული და დატვირთული კონტენტით,“ - განაცხადა სალიამ.

იხილეთ ვიდეო: პაატა სალია - გვარამიამ "კურიერის" საარქივო მასალა მინიმალურ ფასად მიჰყიდა "ინტერმედიას", გვარამიას სასამართლოში ვუჩივლებთ

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია