ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება

აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების მიზნებსა და მიზეზებზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რო ჰორმუზის სრუტემ მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს, რა შეიძლება იყოს მეზობლების წინააღმდეგ ახლა ჰუსიტების გააქტიურების მიზეზი, „ინტერპრესნიუსი“ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოსს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

- ბატონო ემილ, აშშ-სა და ირანს შორის ისევ განახლდა საბრძოლო მოქმედებები. ნდობითა და ინფორმირებულიბით გამორჩეული მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია რომ აშშ-მ ირანს შესთავაზა 6 მილიარდი აშშ დოლარის ქრთამი, ირანისვე გაყინული 100 მილიარდის ფონდებიდან, რათა თეირანმა დათმოს ჰორმუზის სრუტე და უარი თქვას დაგეგმილ მოსაკრებლებზე. თუმცა, ირანმა ეს შეთავაზება უარყო, რადგან მისი მიზანი ჰორმუზის სრუტიდან ყოველწლიურად 40 მილიარდი მოსაკრებლის მიღება და სრუტეზე სრული კონტროლის დამყარებაა.

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი გალიბაფი ადასტურებს, რომ სრუტეირანის განკარგულებაშია და არა ამერიკის“, ხოლო ირანისისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაგაავრცელა გაფრთხილება, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც არ გამოიყენებს ირანის მიერ დამტკიცებულ მარშრუტს, და ნებისმიერი ამერიკული ჩარევა წააწყდებამყისიერ და მძლავრპასუხს.

ჰორმუზის სრუტის გამო კონტროლის აღსადგენად განაახლა აშშ-მ ირანთან საუბარი მოქმედებები?

- საბრძოლო მოქმედებების განახლება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხით ვერ აიხსნება, თუმცა სრუტე დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად რჩება.

უშუალო მიზეზი იყო დროებითი ზავებისა და შეთანხმებების ეტაპობრივი ჩამოშლა.

ვაშინგტონის თანახმად, ირანმა ივლისის დასაწყისში შეუტია ჰორმუზის სრუტეში მოძრავ რამდენიმე კომერციულ გემს, რაც აშშ-მა ნაოსნობის თავისუფლების დარღვევად და ცეცხლის შეწყვეტის პირობების უგულებელყოფად შეაფასა. ამას მოჰყვა ამერიკული დარტყმები ირანის სანაპირო რადარებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, სარაკეტო და უპილოტო შესაძლებლობებზე. 13 ივლისს აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაც აღადგინა. ირანი კი საომარი მოქმედებების დაწყებაში აშშ-სა და მის პოლიტიკაზე დიდი გავლენის მქონე ისრაელს ადანაშაულებს.

საბრძოლო მოქმედებების განახლება მხოლოდ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხით ვერ აიხსნება, თუმცა სრუტე დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად რჩება.

უშუალო მიზეზი იყო დროებითი ზავებისა და შეთანხმებების ეტაპობრივი ჩამოშლა

აღნიშნული პრობლემა უფრო ფართო ჭრილში რომ განვიხილოთ, მხარეებს შორის კვლავ გადაუჭრელია სამი ძირითადი საკითხი: ირანის ბირთვული პროგრამა, მისი ბალისტიკური სარაკეტო შესაძლებლობები და რეგიონული მოკავშირეების, მაგალითად, „ჰეზბოლასა“, ჰუსიტების (ჰუთების) და სხვების როლი.

თეირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას უკავშირებს შემდეგ პირობებს: ირანზე სამხედრო ზეწოლა შეწყდეს, შემსუბუქდეს სანქციები, შეიზღუდოს ლიბანში ისრაელის მოქმედებები. ვაშინგტონი კი მოითხოვს, რომ ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო ნაოსნობა ყოველგვარი პოლიტიკური ან ფინანსური პირობის გარეშე აღდგეს.

- აშშ-ისრაელისა და ირანის დაპირისპირების ფონზე სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობენ შექმნან ახალი სავაჭრო გზები, რათა ჰორმუზის სრუტის გამოყენება შეამცირონ. ერაყი თურქეთისკენ იყურება, საუდის არაბეთი იყენებს წითელი ზღვის პორტებს, ემირატები ომანის პორტებს და ა. შ. რამდენად რეალისტურია ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან სატრანზიტო სრუტედ გადაქცევა?

- ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია. შესაძლებელია ამ გეოგრაფიული არტერიის მნიშვნელობის ნაწილობრივი შემცირება, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება.

ჰორმუზი სრუტე მსოფლიოს ენერგეტიკული გეოგრაფიის ცენტრალური არტერიაა, რომლის ირგვლივ ათწლეულების განმავლობაში შენდებოდა ნავთობის საბადოები, მილსადენები, ტერმინალები, გადამამუშავებელი ქარხნები და თხევადი ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურა.

ომამდე ჰორმუზზე გადიოდა გლობალური საზღვაო ნედლი ნავთობის ვაჭრობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი. ამ მოცულობის მოკლე დროში სახმელეთო მარშრუტებზე გადატანა შეუძლებელია. განსაკუთრებით რთულია კატარის თხევადი გაზის საექსპორტო გზების ჩანაცვლება, რადგან მისი ძირითადი საექსპორტო ტერმინალები სპარსეთის ყურეში მდებარეობს და ჰორმუზის გარეთ შესაბამისი სიმძლავრის ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია. შესაძლებელია ამ გეოგრაფიული არტერიის მნიშვნელობის ნაწილობრივი შემცირება, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება

საუდის არაბეთს რაც შეეხება, მას აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი, რომელიც წითელ ზღვაზე მდებარე იანბუს პორტს უკავშირდება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს კი აქვს აბუ-დაბი–ფუჯაირას მილსადენი, რომელიც ნავთობს ჰორმუზის გარეთ მდებარე პორტში აწვდის.

ერაყიც ცდილობს ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლას იქნება ეს პროექტი „განვითარების გზის“ მეშვეობით, თურქეთის მიმართულებით (კირკუკ–ჯეიჰანის მილსადენი) თუ სირიის ხმელთაშუაზღვის პორტებთან დამაკავშირებელი გზებით.

ყველა ეს პროექტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი საჭიროებს მილიარდობით დოლარის ინვესტიციას, უსაფრთხოების გარანტიებსა და მრავალ სახელმწიფოს შორის შეთანხმებას.

ომანის პორტების გამოყენებაც მხოლოდ მაშინ გახდება ჰორმუზის სრუტის სრულფასოვანი ალტერნატივა, თუ სპარსეთის ყურის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ომანის ზღვის სანაპიროს ახალ მილსადენებთან დაუკავშირდება რასაც მრავალი წელი და უზარმაზარი ფინანსური ხარჯი სჭირდება. ამასთან, ალტერნატიული გზების განვითარებას ახალი საფრთხეების ხშირად ერთ საფრთხეს მეორით ანაცვლებს. საუდის ნავთობის იანბუში გადატანა ჰორმუზზე დამოკიდებულებას ამცირებს, მაგრამ ტვირთს ბაბ ელ-მანდების, წითელი ზღვისა და სუეცის არხის რისკების წინაშე აყენებს, რაც ჰუთების ბოლო თავდასხმებმაც დაადასტურა.

საუდის ნავთობის იანბუში გადატანა ჰორმუზზე დამოკიდებულებას ამცირებს, მაგრამ ტვირთს ბაბ ელ-მანდების, წითელი ზღვისა და სუეცის არხის რისკების წინაშე აყენებს, რაც ჰუთების ბოლო თავდასხმებმაც დაადასტურა

ამრიგად, ჰორმუზის სრუტის სრულად ჩანაცვლება ალბათ შეუძლებელი იქნება. თუმცა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული გარდაქმნითა და მსოფლიო ენერგეტიკაში ნავთობისა და გაზის წილის მნიშვნელოვნად შემცირების შემდეგ, შესაძლოა, მრავალი წლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტის მნიშვნელობის შემცირება ვიხილოთ.

ასევე ვიხილოთ ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ექსპორტის მეტად დივერსიფიცირებული სისტემის ჩამოყალიბება.

- ჯერ იყო ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ბოლო ერთი კვირაა ჰუსიტები კვლავ გააქტიურდნენ და დაბომბეს საუდის არაბეთის პორტები და ნაწილობრივ შეზღუდეს მიმოსვლა წითელ ზღვაში. რატომ ჩაერთვნენ ომში ჰუთები (ჰუსიტები) ზუსტად ამ კონკრეტულ მომენტში და არა მანამდე, როდესაც ირანს უფრო მეტად უჭირდა?

- ჰუთები კონფლიქტის წინა ეტაპებშიც იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის ისრაელისა და წითელ ზღვაში მოძრავი გემების წინააღმდეგ. თუმცა ივლისში მათი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა – მთავარ სამიზნედ უშუალოდ საუდის არაბეთი, მისი პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იქცა.

ჰუთებმა საუდის არაბეთის საზღვაო ბლოკადა გამოცხადეს, მოგვიანებით კი ჯიზანისა და იანბუს მიმართულებით სარაკეტო და უპილოტო დარტყმები განახორციელეს. მიზეზი ჰუთებზე საუდის არაბეთის მიერ განხორცილებული საჰაერო დარტყმები იყო.

საომარი მოქმედებების დაწყება წითელ ზღვაში შემთხვევითი არ ყოფილა. ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის შეფერხების გამო საუდის არაბეთმა ნავთობის უფრო დიდი ნაწილის გადატანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენით წითელი ზღვის სანაპიროზე, იანბუს პორტში დაიწყო. შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ შექმნილი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტი ჰუთებისთვის სტრატეგიულ სამიზნედ იქცა. თუ ჰორმუზზე ზეწოლა სპარსეთის ყურის ექსპორტს ზღუდავს, ბაბ ელ-მანდების საფრთხის ქვეშ მოქცევა იმავე ნავთობის წითელი ზღვით გატანასაც ართულებს.

საომარი მოქმედებების დაწყება წითელ ზღვაში შემთხვევითი არ ყოფილა. ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის შეფერხების გამო საუდის არაბეთმა ნავთობის უფრო დიდი ნაწილის გადატანა აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენით წითელი ზღვის სანაპიროზე, იანბუს პორტში დაიწყო. შესაბამისად, ირანის წინააღმდეგ შექმნილი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტი ჰუთებისთვის სტრატეგიულ სამიზნედ იქცა

ჰუთების გააქტიურება უშუალოდ ირანსაც ეხება. დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანი ჰუთებს მოუწოდებდა, ბაბ ელ-მანდების მიმართულებით ზეწოლა გაეძლიერებინათ, თუ აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააგრძელებდა.

ირანის სტრატეგია ნათელია – თეირანს სურს ვაშინგტონსა და მის რეგიონულ პარტნიორებს დაანახოს, რომ ირანზე შეტევა მხოლოდ ირანის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და საფრთხეს შეუქმნის მთელი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ სისტემას.

ირანის სტრატეგია ნათელია – თეირანს სურს ვაშინგტონსა და მის რეგიონულ პარტნიორებს დაანახოს, რომ ირანზე შეტევა მხოლოდ ირანის ტერიტორიით არ შემოიფარგლება და საფრთხეს შეუქმნის მთელი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ სისტემას

მაგრამ ჰუთების საკუთარი ინტერესებიც აქვთ: საუდის არაბეთთან მოლაპარაკებებში პოზიციების გაძლიერება, იემენის პორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, საერთაშორისო აქტორად აღიარება და შიდა აუდიტორიისთვის იმის დემონსტრირება, რომ მოძრაობა რეგიონულ ძალად იქცა.

- აშშ-სა და ისრაელს შორის სულ უფრო მეტი უთანხმოების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის უშედეგოდ დასრულება აშშ- პრეზიდენტ ტრამპს ბრალდება. თუმცა, პრესა იმაზე საუბრობს, რომ ამ დაპირისპირებაში წამყვანი როლი პრემიერ ნეთანიაჰუს უფრო ჰქონდა, ვიდრე ტრამპს. ამერიკული და ებრაული პრესაც საკმაოდ კრიტიკული არიან ტრამპისა და ნეთანიაჰუმ მიმართ. აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება ირანთან, ლიბანთან საომარ მოქმედებებს უკავშირდება თუ ზოგადად ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს?

- აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება რეალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი სტრატეგიული ალიანსის რღვევას. მხარეებს საერთო მიზანი აქვთ - ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი და არ უნდა აღადგინოს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც ისრაელსა და ამერიკულ ობიექტებს ემუქრება. განსხვავება ეხება მიზნის მიღწევის მეთოდებს, ოპერაციის ხანგრძლივობასა და მის საბოლოო პოლიტიკურ შედეგს.

ისრაელისთვის მხოლოდ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის განადგურება საკმარისი არ არის. თელ-ავივს სურს ირანს სარაკეტო პროგრამებიც გაუნადგუროს, უფრო მეტად შეასუსტოს „ჰეზბოლა“ და შეინარჩუნოს ირანის წინააღმდეგ აშშ-სგან დამოუკიდებლად მოქმედების უფლება. ტრამპისთვის კი პრიორიტეტად თანდათან იქცა ომიდან გამოსვლა, ჰორმუზის სრუტის გახსნა და ენერგეტიკული ფასების შემცირება. ომის გაგრძელება აშშ-ის ეკონომიკაზე, სამხედრო მარაგებსა და ტრამპის შიდა პოლიტიკურ პოზიციებზე უარყოფითად მოქმედებს.

აშშ-სა და ისრაელს შორის უთანხმოება რეალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს მათი სტრატეგიული ალიანსის რღვევას. მხარეებს საერთო მიზანი აქვთ - ირანმა არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი და არ უნდა აღადგინოს ისეთი სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც ისრაელსა და ამერიკულ ობიექტებს ემუქრება. განსხვავება ეხება მიზნის მიღწევის მეთოდებს, ოპერაციის ხანგრძლივობასა და მის საბოლოო პოლიტიკურ შედეგს

არაა გასაკვირი, რომ ივნისში შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის ამერიკულ-ირანული ჩარჩო ისრაელში უარყოფითად შეაფასეს, რადგან იგი არ წყვეტდა ირანის ურანის გამდიდრებისა და სარაკეტო შესაძლებლობების საკითხს და ნაწილობრივ ლიბანში ისრაელის მოქმედებასაც ზღუდავდა.

ყველაზე თვალსაჩინო აზრთა სხვადასხვაობა მაინც ლიბანს უკავშირდება. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს შექმნას მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ისრაელის ძალები დატოვებენ დაკავებულ ტერიტორიებს, ლიბანის არმია დაბრუნდება სამხრეთში, ხოლო „ჰეზბოლას“ განიარაღება თანდათან განხორციელდება. ისრაელი კი შიშობს რომ დროებითი ზავი „ჰეზბოლას“ ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს.

- ერთი თვის წინ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ბრძანეთ - „საქართველო ცდილობს ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფანის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი.“

ცოტა ხნის წინ საქართველოს საპასუხო ვიზიტებით სტუმრობდნენ თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები. თქვენთან დაკავშირებამდე წავიკითხე რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალევი ვიზიტად ყირგიზეთშია.

აზერბაიჯანი რომ „შუა დერეფნის“ პროექტში საკვანძო ქვეყანაა, ფაქტია. ამბობენ, რომ სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევია ჩართული იმ პროცესში, რომელსაც ცენტრალური აზიის ქვეყნების კავკასიის გავლით ევროპულ და სხვა ბაზრებთან დაკავშირება ჰქვია.

საქართველოში თურქმენეთისა და უზებკეთის პრეზიდენტები ვიზიტების მიზანი სავარაუდოდ რა იყო? უკავშირდებოდა თუ არ მათი დიპლომატიური აქტივობა ჩვენი „შუა დერეფნისადმი“ ინტერესს?

- უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების ვიზიტები საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის ურთიერთობების ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებას უკავშირდებოდა. საუბარია არა მხოლოდ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე, არამედ შუა დერეფნის გაძლიერებაზე. უზბეკეთს სჭირდება რუსეთის მარშრუტებისგან დამოუკიდებელი სავაჭრო გზები.

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, თავი წარმოაჩინოს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონის ნაწილად

სტრატეგიული მიზანი ევროპულ ბაზრებზე გასვლაა და საქართველო ამ სტრატეგიაში შავი ზღვის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. თურქმენეთი შუა დერეფნისთვის მნიშვნელოვანია თურქმენბაშის პორტის, კასპიის საზღვაო გადაზიდვებისა და ენერგეტიკული რესურსების გამო. თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტისას, მოლაპარაკებებზე ყურადღება დამატებითი ტვირთების მოზიდვაზე, ტრანსპორტზე, ენერგეტიკაზე, ბიზნესკავშირებსა და სავაჭრო ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა.

საქართველოსთვის ვიზიტებს დამატებითი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თბილისი ცდილობს საგარეო კავშირების გაფართოებას და თავისი საერთაშორისო ტრანზიტული როლი ამაღლებას.

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, თავი წარმოაჩინოს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის, არამედ უფრო ფართო რეგიონის ნაწილად. იგივეს აკეთებს საქართველოს თითქმის ყველა მეზობელი – ცენტრალური აზია ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად გადაიქცა და თბილისს სურს მიმდინარე პროცესებს არ ჩამორჩეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში