პრემიერი - სატელიტი პარტიების შექმნაზე განცხადებები იმ ზღაპრების ნაწილია, რის პროპაგანდასაც ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი ახდენს

ერთადერთი, ვისზეც კოალიციური მთავრობის შექმნა არის დამოკიდებული, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც შემდეგი არჩევნების დროს არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ მმართველი გუნდი სატელიტ პარტიებს შექმნის, ზღაპრებია.

“სატელიტი პარტიების შექმნაზე განცხადებები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ნულოვანი ბარიერით, იმისი ალბათობა, რომ შეიძლება კოალიციური მთავრობა იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, მოვლენებს წინასწარ არ გავუსწროთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს არ იქნება „დამნაშავე ძალა“. ამასთან პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ითანამშრომლებს მხოლოდ იმ პარტიასთან, რომელიც იზიარებს ქვეყნის საგარეო კურსს - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან და მეორე - ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

პრემიერი - სატელიტი პარტიების შექმნაზე განცხადებები იმ ზღაპრების ნაწილია, რის პროპაგანდასაც ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი ახდენს

ერთადერთი, ვისზეც კოალიციური მთავრობის შექმნა არის დამოკიდებული, ეს არის ქართველი ხალხი, რომელიც შემდეგი არჩევნების დროს არჩევანს გააკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები, რომ მმართველი გუნდი სატელიტ პარტიებს შექმნის, ზღაპრებია.

“სატელიტი პარტიების შექმნაზე განცხადებები არის იმ ზღაპრების ნაწილი, რის პროპაგანდასაც ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ნულოვანი ბარიერით, იმისი ალბათობა, რომ შეიძლება კოალიციური მთავრობა იყოს, მნიშვნელოვნად იზრდება, მაგრამ ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის ქართველი ერი. აქედან გამომდინარე, მოვლენებს წინასწარ არ გავუსწროთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს არ იქნება „დამნაშავე ძალა“. ამასთან პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ითანამშრომლებს მხოლოდ იმ პარტიასთან, რომელიც იზიარებს ქვეყნის საგარეო კურსს - საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„მე ისიც შემიძლია გითხრათ, რომ „ქართული ოცნება“ არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან და მეორე - ჩვენი გუნდისთვის ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია