ტურიზმის მხარდასაჭერად „რომპეტროლ საქართველომ“ 10 უცხოელ ბლოგერს და ჟურნალისტს უმასპინძლა

საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის და პოპულარიზაციის მიზნით, "რომპეტროლ საქართველო" რუმინეთში, ყაზახეთსა და ყველა იმ ქვეყანაში სადაც კომპანია ოპერირებს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

„რომპეტროლის“ ორგანიზებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში რუმინული და ყაზახური გამომცემლობების 10 ჟურნალისტი, მოგზაური და ბიზნეს ბლოგერი ჩამოვიდა. უცხოელმა სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, ესტუმრნენ კახეთს, დააგემოვნეს უნიკალური ქართული სამზარეულო და ღვინო და გაეცნენ ქართულ კულტურას.

ვიზიტის ფარგლებში, პრეს-ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი და “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვიც შეხვდნენ.

„ტურისტული დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია და იმედი გვაქვს “რომპეტროლ საქართველოს” ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ტურისტულ ნაკადს საქართველოში და მცირეოდენ წვლილს შეიტანს ქართული ეკონომიკის განვითარებაში.“ - განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ყაზახეთსა და რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და პოტენციალი, ნათლად დავანახოთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება.

„მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად ვმასპინძლობთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში ასევე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და ღირსშესანიშნეობები.“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართული კულტურით მოხიბლული და შთაბეჭდილებებით სავსე ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოდან უკვე გაემგზავრნენ. ტურის მონაწილეები უცხოურ მედიაში გასაშუქებლად საქართველოს შესახებ სპეციალურ რეპორტაჟებს და სტატიებს მოამზადებენ.

„რომპეტორლ საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „KMG International”-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და ეწევა ისეთ საქმიანობას, როგორიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ამავე ჯგუფის მფლობელობაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული ყველაზე მსხვილი და ულტრათანამედროვე ნავთობაგადამამუშავებელი ქარხანა „პეტრომიდია“, რომელიც რუმინეთის ქალაქ ნოვოდარში მდებარეობს და რომელიც რომპეტროლს ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ხარისხის საწვავით ამარაგებს.

(R)

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
ახალი შესაძლებლობა საცალოდ ვაჭრობის სფეროთი დაინტერესებულთათვის - საქართველოში ორმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამა იწყება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან
2020 წელს საქართველოში ნარკოტიკზე, ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის პირველი სარეაბილიტაციო სტაციონარის გახსნა იგეგმება
ენერგეტიკის გამოფენა და კონფერენცია “გლობალური ენერგეტიკული ტრენდები“ "ექსპოჯორჯიაში" გაიმართება
„ლექსუსი“ 2020 წლისთვის ქართველ მომხმარებელს განახლებულ Lexus GX460-ს სთავაზობს
"ლიბერთის" თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“