წყაროს წყალი „ბახმაროს“ ორგანიზებით კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“ ორგანიზებით 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2019“ - ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. წინა წლის მსგავსად, კომპანია სს "წყალი მარგებელი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე, კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემენ.

ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება, წელს, 4 გარბენის ფარგლებში, წყაროს წყალმა ბახმარომ, ფულადი საპრიზო ფონდი 15 000 ლარი დააწესა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებსა და არაჩვეულებრივ ბუნებას გაეცნობიან.

(R)

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს