დენიელ ფრიდმენი - ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს

„კარდანო ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ექსპერტი დენიელ ფრიდმენი ქართულ განათლების სისტემის მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე გადასვლას უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. მისი განცხადებით, ეს იქნება ყველაზე სანდო სისტემა, რომელიც ხელსაყრელ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებულ გარემოს შექმნის.

„განათლების სამინისტროსთან ჩვენ უკვე მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი, რომლის ფარგლებშიც სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ბლოკჩეინ სისტემაში ვერიფიკაციის პროექტი განხორციელდება. გვინდა შევქმნათ სანდო სისტემა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია, არ დასჭირდება მომხმარებელს მესამე პირი, რომ დაადასტუროს ამ დოკუმენტების სისწორე. პროექტი სამომავლოდ უფრო გაამარტივებს და შექმნის ხელსაყრელ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტირებულ გარემოს, როგორც განათლების სისტემაში, ასევე ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროში. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, არის პირადი მონაცემების დაცვა. ჩვენი სისტემა GDPR სტანდარტების შესაბამისია და მკაცრად არის დაცული მომხმარებლის პირადი მონაცემები. გვჯერა, რომ პირადი ინფორმაციის დაცვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უმნიშვნელოვანესი მიღწევაა. ერთი მხრივ, ეს სისტემა იცავს პირად მონაცემებს და ამავე დროს, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს ექნება თუ არა წვდომა მის ინფორმაციაზე სხვა პირს. ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით უპრეცედენტო პროცესი მიმდინარეობს.“ - განაცხადა ექსპერტმა.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო