Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა

სავაჭრო ცენტრების მიმოხილვის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Cushman and Wakefield Georgia-მ მოამზადა, "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა. სავაჭრო ცენტრების ზოგად შეფასებაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა, "გალერია თბილისმა" სხვა სავაჭრო ცენტრებთან შედარებით ყველაზე მაღალი ქულა მიიღო. შეფასება შემდეგ კრიტერიუმებს ითვალისწინებს: ადგილმდებარეობა, პროდუქციის არჩევანი, ვაკანტური სივრცე, საინფორმაციო მომსახურება / ნავიგაციის სისტემა, სივრცის დაგეგმარება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია, შშმ პირებისთვის ადაპტირება, კვება, პარკინგი, კონკურენტული უპირატესობა.Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით, "გალერია თბილისი" ასევე უმაღლესი ქულით შეფასდა მულტიფუნქციურობის კუთხით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში მაღაზიებთან ერთად გასართობი, კვების, სერვის ობიექტებისა და სასტუმროს ინტეგრირებას, ასევე სავაჭრო ცენტრში სხვადასხვა აქტივობების გამართვას. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://cushwake.kz/wp-content/uploads/2019/08/MKTB_JULY_RETAIL.pdf?fbclid=IwAR0d6kGON8TygCKX4K1XcpXrEWPSaKmLSAP25rcAjWM6Xx6X5qq4swB-PHs

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა