საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა

საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“ BB- რეიტინგი მიანიჭა, ხოლო სს ”ნიკორა ტრეიდს” B+ რეიტინგი დაუდასტურა.

სს ”ნიკორას” BB- რეიტინგი მიენიჭა მზარდი წარმოების, დივერსიფიცირებული პორტფელის, წარმატებული მენეჯმენტის, ეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი ფინანსური მაჩვენებლების გამო.

სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი 2018 წელს მიენიჭა. Scope Ratings-ის მიერ კომპანიისთვის დადასტურებული რეიტინგი B+ საქართველოს ბაზრისთვის კომპანიის უმაღლესი შეფასებაა. აღნიშნული ადასტურებს, რომ „ნიკორა ტრეიდი“, სანდო, ფინანსურად გამჭირვალე, პროდუქციის მომწოდებლებთან ძლიერ მსყიდველობით უნარისა და მაღალი მომგებიანობის მქონე რითეილერია. საქართველოში კვებისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში „ნიკორა ტრეიდი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სს „ნიკორასთვის“ BB- რეიტინგი და „ნიკორა ტრეიდისთვის“ B+ არა მხოლოდ შეფასებაა, არამედ დაფასება იმ გზის, რომელიც კომპანიებმა წარმატებისა და ფინანსური გამჭირვალობის კუთხით გამოიარეს.

დღეს სს „ნიკორა“ აერთიანებს ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურფუნთუშეულის, სალათების და ღვინის წარმოებებს, უზრუნველყოფს სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა და სასმელების იმპორტს. სს ,,ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა სს „ნიკორა ტრეიდი“, რომელიც საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ ქსელებითაა წარმოდგენილი, აერთიანებს 270 სავაჭრო ობიექტს და 2018 წელს მისი მომსახურებით 52 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა