თბილისში ბოლო ერთ თვეში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაფიქსირდა

23 ივლისიდან დღემდე თბილისში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და შრომის პირობების დარღვევის გამო 53 შეჩერდა. დაკისრებული ჯარიმის მოცულობა კი 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა.

როგორც ბექა ფერაძე აცხადებს, ყველა შემოწმებულ ობიექტზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევები, მათ შორის 53 შემთხვევაში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და ამ ობიექტების მშენებლობა შეჩერდა, სხვა შემთხვევაში კი ობიექტებს 10- დღიანი ვადა მიეცათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

„ინსპექტირება 23 ივლისს დავიწყეთ და დღეის მდგომარეობით, ჯამში 120-მდე სამშენებლო ობიექტია შემოწმებული, რომელთაგან დარღვევები აღმოჩენილია ყველაზე. მათ შორის კრიტიკული შეუსაბამობის გამო სამუშაოები შეუჩერდა 53 ობიექტს.

გამოვლენილია სხვადასხვა ტიპის შეუსაბამობები, მათ შორის არ ხდება სამშენებლო ობიექტებზე საფრთხის შეფასება, პრევენციული ღონისძიებების გატარება, შესაბამისი წესით არ ხდება კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.

დღეის მდგომარეობით 1 მილიონ 600 ათასზე მეტი ჯარიმაა გამოწერილი. დანარჩენ ობიექტებს, რომლებიც შეჩერებული არ არის დარღვევის აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მიეცათ და მიმდინარეობს გადამოწმებები თუ როგორ ხდება დარღვევების აღმოფხვრა,“ - განაცხადა ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, სამშენებლო ობიექტების ნაწილის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად გამოვლენილი ტენდენცია დადებითია და კომპანიების უმეტესობა ითვალისწინებს შენიშვნებს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება