ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს. დღეიდან, 23 აგვისტოს ჩათვლით, კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეული ტრენერები მოამზადებენ:

„ქრის ბერი - გამოცდილი აღმასრულებელი ოფიცერი საერთაშორისო ვაჭრობასა და განვითარების ინდუსტრიაში დაგროვილი მდიდარი გამოცდილებით. სერიული ენტრეპრენერი, 9 კომპანიის თანადამფუძნებული. არის აქტიური ენჯელ-ინვესტორი და მოღვაწეობს აშშ-ს ბერკლის მეწარმეობისა და ტექნოლოგიური ცენტრის მეწარმეობის ფაკულტეტზე.

ალფრედო კოპოლა - აშშ-ს ბაზარზე შეღწევის ცენტრის (US Market Access Center) ერთ-ერთი დირექტორი. ცენტრი არის სილიკონ ველის მაღალტექნოლოგიური ბიზნეს-ინკუბატორი უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ სილიკონ ველის მეშვეობით საერთაშორისო ბაზარზე გასვლის გზებს. კოპოლას აქვს ბიზნესის განვითარებისა და მენეჯმენტის კონსულტანტის 20 წლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში.

გეილ ქრისტინ გენონი - Wave Edge Capital-ის მმართველი დირექტორი და Ensanté LLC-ს დამფუძნებელი, აქვს დამწყები მეწარმეების კონსულტირების 15-წლიანი გამოცდილება. იგი ეხმარება კომპანიებს აქციონ განსაკუთრებული იდეა რეალობად, სწორად განსაზღვრონ სამიზნე ბაზარი და მოიზიდონ ინვესტორები.

პედრო სანტოს ვიეირა - მეწარმე და ინვესტორი. გამოცდილი ბიზნესის მართვის, განვითარებისა და ოპტიმიზაციის სპეციალისტი ძლიერი ანალიტიკური და მენეჯერული უნარებით. არის გამოცდილი მენტორი განვითარების ნებისმიერ ფაზაში მყოფი სტარტაპებისთვის.

ტომას ნასტასი - ფორდ მოტორსთან, მულტი ფასტენერთან, დონელი მირორთან და სხვა ცნობილ კომპანიებთან შექმნილი თავისი ადრეული კარიერის შემდგომ 1986 წელს აფუძნებს VC, PE საგრანტო ფონდს აშშ-ში, კანადაში, ევროპაში, აფრიკაში, ყაზახეთსა და რუსეთში. ფონდის კაპიტალი გაზარდა 4 მილიონიდან 500 მილიონ დოლარამდე, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა - 100 000-დან 10 000 000 დოლარამდე.

მოსამზადებელი ტრენინგების შემდეგ ფინალურ ეტაპზე თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მონაწილეები საინვესტიციიო კომიტეტის წინაშე წარსდგებიან. გამარჯვებულები 3 სექტემბერს გამოვლინდებიან-სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
გოჩა თევდორაძე - სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევისთვის ჩვენს მოსახლეობას საოჯახო ბიზნესს შევუქმნით (R)
მერაბ ჭიქაშვილი - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც კანონის აღსრულება შეუძლია!" (R)
საქართველოში პირველად ჰიბრიდული B2B ფორუმი ჩატარდა
26 ოქტომბერს ავსტრია ეროვნულ დღესასწაულს განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნავს
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)