დავით დარახველიძე აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა სამინისტროს შექმნაზე - ხელისუფლება მცირე მთავრობის ინიციატივით გამოვიდა და სამინისტროები გამსხვილდა

თუ ფინანსური შესაძლებლობები ვერ გაიზრდება, მაშინ დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს და თუ გაიზრდება მაშინ საიდან, რის ხარჯზე?!" - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილმა მინისტრმა დავით დარახველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კერძოდ, დარახველიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ვახტანგ ყოლბაიას მოსაზრებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების ნაწილი ცენტრალური მთავრობიდან დევნილთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, რომელიც აფხაზეთის მთავრობაში დევნილთა დეპარტამენტის ნაცვლად შეიქმნა.

„საქართველოს მთავრობა, ბოლო რეფორმის დროს გამოვიდა მცირე მთავრობის ინიციატივით და გამსხვილდა სამინისტროები. ამ ფონზე აფხაზეთის მთავრობაში, რომელიც საქართველოს მთავრობის შემადგენელი ნაწილია, სამინისტროს დამატება, რამდენად სწორია?! რა ვიცი... მნიშვნელოვანია, რა ხარჯები ექნება. ადრე აფხაზეთის მთავრობაში იყო დევნილთა დეპარტამენტი და ის, რომ აფხაზეთის მთავრობას უნდა ჰქონდეს სტრუქტურა - დევნილთა მე ამას ვიზიარებ, სხვანაირად არ გამოვა. გააჩნია, რა შესაძლებლობები ექნება, პირველ რიგში ფინანსური და თუ ეს ფინანსური შესაძლებლობები ვერ გაიზრდება, მაშინ დასახელებას რა მნიშვნელობა აქვს და თუ გაიზრდება, მაშინ საიდან, რის ხარჯზე“?!- განაცხადა დავით დარახველიძე.

ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ თავის დროზე დევნილთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან უწყებას დიდი ბიუჯეტით დევნილების პრობლემების გაცილებით უკეთ მოგვარება შეუძლია.

„რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს ჯანდაცვის სამინისტროსთან გაერთიანებას, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი, იმიტომ, რომ დევნილებთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები ადრეც და დღესაც რამდენიმე სტრუქტურის ერთობლივ მოქმედებს ითხოვს. ახლა ამან მაქსიმალურად ერთად მოიყარა თავი. დევნილების პირველი პრობლემა განსახლებაა და ამ საკითხის მოგვარება დიდ სამინისტროს უფრო ხელეწიფება, ვიდრე პატარა ბიუჯეტის მქონეს. დღევანდელ უწყებას 3 მილიარდი აქვს ბიუჯეტი და ცალკეულ სამინისტროს ასი მილიონის ფარგლებში ჰქონდა“,- განაცხადა დავით დარახველიძე.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის მთავრობის აპარატს; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის შესაბამის დაწესებულებებს; გარდა ამისა, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება. რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა