„ჯორჯიან მანგანეზი“ - „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, წელს, 41-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტი - „აბიტურიენტების მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან".

პროექტის პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულება „ელიტარული სკოლაა“, რომელმაც აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადა.

სასწავლო ცენტრის დირექტორის, ქეთევან ქათამაძის თქმით, მიმდინარე წელს სრული მოსამზადებელი კურსი 41-მა აბიტურიენტმა გაიარა და მინიმალური ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა.

პროექტის მიზანი სოციალურად დაუცველთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაა.

„შარშანდელი შედეგებიდან გამომდინარე, დაახლოებით, 6 აბიტურიენტი გრანტს აიღებს, ხოლო ორ მათგანს აქვს საშუალოზე მაღალი ქულები და ვფიქრობ, 100% -იანი დაფინანსება უნდა მოიპოვონ. დანარჩენი აბიტურიენტები კი უფასო ფაკულტეტებზე აუცილებლად მოხვდებიან. მათ საგამოცდო საგნების მოსამზადებელი სრული კურსი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მთლიანად დაუფინანსა. სწორედ კომპანიის ფინანსური დახმარებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკმაოდ დიდი პრობლემა მოეხსნათ, რისთვისაც მადლობელი ვარ“, - აღნიშნა ქეთევან ქათამაძემ.

რაც შეეხება წინა სასწავლო წელს, 2017-2018 წლებში, პროექტის ფარგლებში სულ 33 აბიტურიენტი მოემზადა და საგამოცდო ბარიერი ყველა მათგანმა გადალახა. ისინი, დღესდღეობით, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს