ლაურა ღაჭავა - არ ვიცი რას მედავებიან, აგონიაში ვარ

არ ვიცი რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ, აგონიაში ვარ,- ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყება.

მისი თქმით, დღეს დაკითხვაზე აუცილებლად მივა.

„ვერაფერს გეტყვით. არ ვარ დაკითხული. ახლა ტელევიზიის მეშვეობით გავიგე და მერე დამიბარეს დაკითხვაზე პოლიციაში, 14:00 საათზე. არ ვიცი რას გამაცნობენ. მე აქტივი მაქვს ბანკიდან შეძენილი ქონებისგან, ბანკი ხომ აბრუნებს უკან დღგ-ს, როცა ვყიდულობთ ქონებას?! მაქვს აქტივი შეძენილი „ქართუ ბანკიდან“, „თიბისი ბანკიდან“ და „საქართველოს ბანკიდან“ - თანაც 2013 წელს. შევიძინე ქონება ჭავჭავაძზე „ქართუ ბანკისგან“; ეკონომიკის სამინისტროდან შევიძინე და „თიბისი ბანკისგან“ შევიძინე შენობა დიღომში, რომელიც გავაკეთე, იმას ხომ მოჰყვა აქტივი?! - არ ვიცი რას მედავებიან, სიმართლე გითხრათ აგონიაში ვარ. 14:00 საათზე მივალ აუცილებლად“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ლაურა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს .

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ვიდეო

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ