ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია

ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია

თბილისის ყავის ქარხანა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულში მოხვდა კატეგორიაში: ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა.

პროექტის ავტორი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

თბილისის ყავის ქარხნის მშენებლობა ყავის კომპანია „მეამა“-ს დაკვეთით სამშენებლო კომპანია Unix Development-მა განახორციელა.

საერთაშორისო კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული 10 სექტემბერს გამოვლინდება.

(R)