სოფო კილაძე,  შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის  მოსახლეობას  შეხვდნენ

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე, შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრას შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სატივეში, ოსიაურსა და ახალსოფელში იგეგმება. ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ამარტივებს მომავალი წლების დაგეგმვის პროცესს, რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლების საჭიროებების შესახებ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ