“გუგლმა“ „იუთუბის“ 210 არხი დახურა

“გუგლმა“ „იუთუბის“ 210 არხი დახურა. ამის მიზეზი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენები გახდა.

როგორც „გუგლში“ აცხადებენ, აღნიშნული არხები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა ჰონგ-კონგში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ვიდეო და ფოტომასალა გაევრცელებინა.

საძიებო სისტემის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ დახურული ანგარიშების უკან ჩინეთის ხელისუფლება დგას.

შეგახსენებთ, მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა“ და „ტვიტერმაც“ მიიღო. კერძოდ, „ტვიტერში“ წაშალეს 936 ანგარიში, რომელიც კომპანიის ცნობით, ჰონგ-კონგში პოლიტიკური უთანხმოების დათესვას ისახავდა მიზნად. მათივე თქმით, ისინი კოორდინირებულად ცდილობდნენ ძირი გამოეთხარათ ჰონგ-კონგში საპროტესტო მოძრაობის ლეგიტიმურობისთვის. „ფეისბუქმა“ კი იგივე მიზეზით შვიდი გვერდი, სამი ჯგუფი და ხუთი ანგარიში გააუქმა.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგში უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რითიც მოსახლეობა ჩინეთის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა