„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფის შექმნას ითხოვს

მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი, პროკურატურის გადაწყვეტილებას ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებული საქმის შეწყვეტის საკითხს.

როგორც სერგო რატიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ევროპული საქართველო" მოითხოვს, ია კერზაიას საქმეზე უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც „ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას".

„ბოლო პერიოდის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა დღე, რომ ხელისუფლება არ აწარმოებდეს პოლიტიკური ინტერესით გაჯერებულ დევნას იმ ოპონენტების წინააღმდეგ, რომლებიც სახელმწიფოსგან განსხვავებულ პოლიტიკურ ინტერესსა თუ მოსაზრებას გამოხატავენ - იქნება ეს წამყვანი სატელევიზიო არხის დახურვა, „თიბისის” დამფუძნებლების წინააღმდეგ 11 წლის წინანდელი ამბის შესახებ საქმის აღძვრა თუ ბოლოდროინდელი მოვლენები „ტვ პირველის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით. აშკარად იკვეთება ერთი დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი განსხვავებული პოზიცია პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება და მასზე სახელმწიფო მყისიერ რეაგირებს იწყებს.

ამ ფონზე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის მტკიცებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან ჩატარებულმა გამოძიებამ არ დაადასტურა სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობა, ასევე, ფაქტი, რომ სკოლის ინსპექტირება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული. მინდა, კიდევ ერთხელ, გამოვეხმაურო აღნიშნულ ფაქტს და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მომხდარი ამბავი პირდაპირი ასახვაა იმ პოლიტიზირებული სიტუაციის, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაშია შექმნილი და დასტური, რომ განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურს იყენებს სადამსჯელო საშუალებად, რაც არაერთხელ დადასტურებულა და თვალნათლივ გამოვლინდა ბოლოს არჩევნების პერიოდში სწორედ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით.

უნდა აღინიშნოს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა საკომიტეტო მოკვლევის ჩატარება, რაც ამ მომენტამდე არ დაწყებულა იმ მოტივით, რომ პროკურატურა ახორციელებდა გამოძიებას. ფაქტია, რომ აღნიშნული გამოძიება შეწყდა და დასრულდა ისე, როგორც ეს მავანთათვის იყო ხელსაყრელი.

აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს პერიოდში შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რის შემდგომაც „ევროპული საქართველო” განსაზღვრავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას", - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო