ჯაბა ჯიშკარიანი - ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების ნაწილი, 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს

ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, დიდუბის ეკლესიასთან, პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

„თითოეული ჩვენგანის გულებში, ბუტა 19 წლის პატარა ბიჭად დარჩა, ბიჭად, რომელიც სისტემის მსხვერპლი გახდა და ჩაცხრილეს. ბიჭი, რომლის სახელსაც არაერთი სიბინძურე დააბრალეს. ბუტა რობაქიძე - ეს სახელი და გვარი ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი, ჩვენი ცხოვრების, ისტორიის ნაწილი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც დაგვანახა, რომ სისტემა კლავს, რომ სისტემა უმოწყალოა. სწორედ ბუტამ, სანდრომ, ზურამ, გიორგიმ - ამ ბიჭებმა მოახერხეს და ნიღაბი ჩამოხსნეს ხელისუფლებას და სწორედ მათ გააერთიანეს ქართველი ხალხი, სისტემის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძე წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიასთან 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა