„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, სს „ჯორჯიან ქარდი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც PCI 3DS (Three - Domain Secure) სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა.

მათივე ინფორმაციით, 3D უსაფრთხოების დონე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაცვის დამატებითი მექანიზმი ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის.

„აღნიშნული სერვისით სარგებლობა VISA, Master Card, და American Express ტიპის საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი და Verified by Visa, MasterCard Secure Code , Amex Safe Key-ის მხარდაჭერა გააჩნია. „ჯორჯიან ქარდის“ საერთაშორის საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისის მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა და შესაბამისი აუდიტორული დასკვნა მოამზადა. „ჯორჯიან ქარდის“ სისტემაში, საგადახდო ბარათების 3D უსაფრთხოების სერვისი 2014 წლიდან არის დანერგილი“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს