დავით მათიკაშვილმა და ყირგიზეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.

„ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლებს აინტერესებდათ მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ შეგვეძლო გამოცდილების გაცვლა, მათ შორის ტურიზმთან და ორმაგ დაბეგვრასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვუთქვით ყირგიზულ მხარეს, რომ ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, აუცილებლად მხარს დავუჭერთ ყირგიზეთს, მის ეკონომიკურ განვითარებას. ანალოგიურად, ყირგიზულმა მხარემაც საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია პირდაპირი ავიარეისის არსებობა ბიშკეკსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ დეპუტატები: სოფო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი და რატი იონათამიშვილი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

დავით მათიკაშვილმა და ყირგიზეთის  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, აზიზბეკ მადმაროვს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე.

„ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების წარმომადგენლებს აინტერესებდათ მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ შეგვეძლო გამოცდილების გაცვლა, მათ შორის ტურიზმთან და ორმაგ დაბეგვრასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვუთქვით ყირგიზულ მხარეს, რომ ყველა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, აუცილებლად მხარს დავუჭერთ ყირგიზეთს, მის ეკონომიკურ განვითარებას. ანალოგიურად, ყირგიზულმა მხარემაც საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელია პირდაპირი ავიარეისის არსებობა ბიშკეკსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ დეპუტატები: სოფო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი და რატი იონათამიშვილი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია