ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ელჩებს შვებულების გადადებისკენ მოუწოდებს

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპისა და „დიდი შვიდიანის“ სხვა ელჩებს დაავალა, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შვებულება არ აიღონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოს სანდო წყარომ განუცხადა, ქვეყნის გადაწყვეტილება ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო გამოწვეულ გლობალურ შეშფოთებას უკავშირდება, რასაც ელჩებმა დიპლომატიური პასუხი უნდა გასცენ.

საელჩოებს უკვე დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.

განკარგულება ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჟომ ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გასცა.

აღსანიშნავია, რომ ის ელჩები, რომლებიც შვებულებაში უკვე იმყოფებიან, სამსახურში გამოიძახეს.

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულა.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიის ხელისუფლება ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ელჩებს შვებულების გადადებისკენ მოუწოდებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო