ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს

ბრაზილიის მთავრობა აპირებს უარი თქვას „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ შეთავაზებულ თანხაზე ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. უცნობია მიზეზი, რის გამოც ბრაზილიელი მაღალჩინოსნები უარს აცხადებენ ფინანსური დახმარების მიღებაზე.

„მადლობა, მაგრამ ეს რესურსი შესაძლოა უფრო მართებული იყოს ევროპაში ტყეების გაშენებისთვის“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

აღნიშნულს წინ უძღოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებები, რა დროსაც მან ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარს საერთაშორისო კრიზისი უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი საჭირო ზომების მიუღებლობაში დაადანაშაულა.

ბრაზილიის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით კი, მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პროგნოზირებადი ხანძრის თავიდან არიდებაც ვერ შეძლო, ამიტომაც იგი ბრაზილიას გაკვეთილს ვერ ჩაუტარებს.

იხილეთ ვიდეო: ბრაზილიის მთავრობა ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად "დიდი შვიდეულის" მიერ შეთავაზებულ თანხაზე უარს ამბობს

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა