ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბრიტანეთისგან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა.

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს გაუგზავნა ნოტა და მოითხოვა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე ვრცლად ისაუბრა ბადრი ჯაფარიძემაც.

„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა „თიბისი ბაკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება