დიმიტრი პესკოვი  ზელიმხან ხანგოშვილზე -  ამ მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოს კავშირი არ აქვს

კატეგორიულად უარვყოფ ნებისმიერ კავშირს ამ ინციდენტს, ამ მკვლელობასა და ოფიციალურ რუსეთს შორის, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „როიტერის“ ჟურნალისტს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.

მისივე სიტყვებით, რუსეთს და მის ოფიციალურ ორგანოებს ეთნიკურად ჩეჩენი დევნილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, პარასკევს მოკლეს. მას თავში ორჯერ ესროლეს. გერმანიის პროკურატურა განიხილავს იმ ვერსიასაც, ხომ არ იყო ამ მკვლელობაში პოლიტიკური მოტივიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეა.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს