სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ვსწავლობთ, რამდენად კანონიერად ახდენს iPlus-ი მოქალაქეების საუბრის ჩაწერას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. საქმე ეხება, 2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

„Facebook გვერდზე გავრცელებული ვიდეოჩანაწერის საშუალებით შესაძლებელია მასზე აღბეჭდილ, მათ შორის გამვლელ, პირთა საუბრის შინაარსის მოსმენა და მათი ვინაობის იდენტიფიცირება. ვიდეოჩანაწერი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს. ვინაიდან პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებამ მათზე აღბეჭდილ პირებს შესაძლოა მიაყენოს როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზიანი, კანონი ადგენს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი შეგროვების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას უნდა იქნეს დაცული.

კანონით დადგენილი წესების დარღვევით მონაცემთა დამუშავება იწვევს პასუხისმგებლობას.

იმის გასარკვევად, კომპანია ახორციელებს თუ არა მოქალაქეთა პირადი საუბრების შინაარსის არამართლზომიერ ჩაწერას და იცავს თუ არა ვიდეოჩანაწერების შეგროვების/გადაღების, შენახვის, გამოყენებისა და გავრცელებისას კანონით დადგენილ წესებსა და პრინციპებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, რომელიც წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების კონტროლის სახელმწიფო ორგანოს, დაუყოვნებლივ დაიწყო საკითხის შესწავლა.

ვინაიდან, საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესებს წარმართავს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღნიშნული ფაქტის შესწავლის შედეგებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო