„აიპლიუსი” პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებას პასუხობს

სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას, მაღალი, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ,- ასე ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებას „აიპლიუსი”.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „აიპლიუსი“ ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით , ვინაიდან მათზე ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

„ორი დღის წინ, ქალბატონის მიერ პეკინის ქუჩაზე ბავშვის დაჭრის ფაქტი ჩვენმა კამერებმა დააფიქსირა და სწორედ ჩვენი კანერების დახმარებით მოხდა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება. დღეს შემოვიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და გვადანაშაულებს პერსონალური მონაცემების დარღვევაში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორი “აიპლიუსი” როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია სრულად იცავს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს, მათ შორის ახორციელებს პერსონალური უფლებების დაცვას. „აიპლიუსის“ სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით მოხერხდა მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის გამოვლენა.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „აიპლიუსის“ ფილიალზე განხორციელდა, როგორც შეიარაღებული თავდასხმა ასევე, არაერთი ძარცვის ფაქტი, უმრავლეს შემთხვევაში “აიპლიუსმა” მიიღო როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი. “აიპლიუსი” ამ ფაქტების გამო იძულებული გახდა მიეღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რადგან ჩვენს მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ და მატერიალურმა ზიანმა მიიღო პერმანენტული სახე.

„აიპლიუსი“ ახორციელებს ფილიალების მონიტორინგს სამეთვალყურეო კამერების მეშვეობით, რომელშიც გვეხარჯება როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსები. ჩვენი სამეთვალყურეო კამერების დახმარებით მოხდა არაერთი დანაშაულის ფაქტის გახსნა, თუ სახელმწიფო უწყება გვთავაზობს ჩვენს დაცვას იმგვარად, რომ აღარ გახდება საჭირო დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება, ცხადია, ეს ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება ჩვენთვის, მაგრამ ჩვენზე არაერთი თავდასხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ უსაფრთხოების სისტემების შემცირება მოგვაყენებს უფრო დიდ ზიანს. სრულად ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და შენახვას მაღალი, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების შესუსტების მცდელობა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ძალადობის წახალისებას, რაც ასე მომრავლებულია ჩვენს წინააღმდეგ“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური iPlus-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას სწავლობს. საქმე ეხება, 2019 წლის 27 აგვისტოს, 22:02 საათზე, iPlus-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელიც პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მომხდარი ძალადობის ფაქტს ასახავს.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
პარტია “ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - აუცილებელია განათლების სისტემის რეფორმა და “კომაროვის” მოდელი
დავით თარხან-მოურავი - ვინც კოდორი და ახალგორი ჩააბარა, ის გვაცხადებს რუსეთის აგენტად - ამაზე დაფიქრდით (R)
დავით თარხან-მოურავი - მოსახლეობის უმეტესობა ირჩევს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს (R)
„ბადაგონმა“ თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის PCR ტესტირება დაიწყო
გიორგი ლომია - "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" იმდენად შეერწყნენ ერთმანეთს, რომ დღეს უკვე ერთნი არიან" (R)
პაატა ჯიბლაძე - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს (R)
ნანა დევდარიანი - "პატრიოტთა ალიანსი" უსწრებს "ქართულ ოცნებას" (R)