„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 30 აგვისტოს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წინა მხარი, ჩიტაურები, ზენუბანი, ვეშაგურნი, ხამუშა და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 17:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, იარაჯულები, ჯიჯეთი, ალაჭანი, ხოფცა, საკრეჭიო, ვერხველი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები.

11:05-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დაბა სტეფანწმინდაში და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება